სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის კომპანია "არქის" ჯილდო გადაეცა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე "არქის" სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვერგო ეს მნიშვნელოვანი ჯილდო. მოგეხსენებათ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულება ქართული სპორტის მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. ქართველი სპორტსმენები თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ასახელონ. ჩვენ კი ვცდილობთ თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ მათი და ახალგაზრდა თაობის მოტივაციაში“, - აცხადებს "არქის" გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

დაჯილდოების ყოველწლიურ ღონისძიებაზე წლის 6 საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ექვსივე გამარჯვებული არქელია. 2019 წელს ლუხუმ ჩხვიმიანს, გენო პეტრიაშვილს, ლაშა გობაძეს, ბექა ლომთაძესა და ნუგზარ წურწუმიას დეველოპერულმა კომპანია არქიმ საჩუქრად ბინები გადასცა, ლაშა ტალახაძე კი არქელების ოჯახს 2017 წელს შეუერთდა.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს