გიორგი ვაშაძე - ჩვენ არ დავუშვებთ „ქართულმა ოცნებამ“ არსებული საარჩევნო სისტემის მანიპულაციებით ხელისუფლება შეინარჩუნოს

2020 წლის არჩევნების ჩატარების სისტემის ინიციატივას ოპოზიციაში კრიტიკით პასუხობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, ხელისუფლების შემოთავაზებაზე ისინი უარს აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ბრძოლის სტრატეგია და გეგმები კვლავ უცვლელია.

„ახალი საქართველოს“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ საარჩევნო სისტემაზე მანიპულირებით მმართველ გუნდს ხელისუფლების შენარჩუნება სურს.

„პირველ რიგში, ველოდებით ეუთო ოდირ-ის დასკვნას, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება და მეორე, რაც მთავარია ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა. ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება და ამ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ნორმალური არჩევნების ჩატარება. ეს ფორმულა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, არის ფორმულა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას მხოლოდ მანიპულაციებით შეინარჩუნებს, ამის უფლებას კი ჩვენ ვერ მივცემთ და არც დავუშვებთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს