ანრი ოხანაშვილი - ობიექტურ რეალობას მოკლებულია საუბარი იმაზე, რომ ვინმე ვინმეს მიმართ ზეწოლას ახორციელებს, მით უმეტეს საპროკურორო საბჭოზე

ყოველგვარ ობიექტურ რეალობას მოკლებულია საუბრები იმაზე, რომ ვინმე ვინმეს მიმართ ახორციელებს ზეწოლას, მით უმეტეს საპროკურორო საბჭოზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, კონკურსის პარალელურად ირაკლი შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები ახდენს, თუ არა გავლენას საპროკურორო საბჭოზე.

ოხანაშვილის თქმით, ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, რადგან შოთაძესთან დაკავშირებით დეპუტატების შეფასებები საპროკურორო საბჭოს მიმართ გაჟღერებული მოწოდებები არ არის.

"ყოველგვარ საფუძველს და ობიექტურ რეალობას მოკლებულია საუბრები იმაზე, რომ ვინმე ვინმეს მიმართ ახორციელებს ზეწოლას, მით უმეტეს საპროკურორო საბჭოზე. როდესაც კონკრეტული კანდიდატის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია და დეპუტატის მიმართ კითხვა დაისმის, დაუჭერს თუ არა მხარს და თუ დაუჭერს, რა არის მიზეზი, ამ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა არ ნიშნავს საბჭოს მიმართ რაიმეს მოწოდებას. ვერავინ ვერ იტყვის, "ჩვენ მოვუწოდებთ საპროკურორო საბჭოს, ესა და ეს კანდიდატი წარმოგვიდგინოს". ამაზე ხომ არ არის საუბარი. ჟურნალისტები სვამენ შეკითხვას, დავუჭერთ თუ არა მხარს პარლამენტში წარდგენის შემთხვევაში. ჟურნალისტებს შეკითხვის დასმა ხომ არ ავუკრძალოთ? ეს არის იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტს წარედგინება კონკრეტული კანდიდატურა. საპროკურორო საბჭო იმსჯელებს ყველა კანდიდატთან დაკავშირებით, გააანალიზდება და საბჭოს ყველა წევრი ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა