14.07.2025 / 09:02
ბათუმში მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადაეცა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 128,50 კვმ საცხოვრებელი ფართი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის №1-ში მდებარეობს. ოჯახს ასევე 32 ათას 125 ლარი ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ჩაერიცხა.

"მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, აფხაზავების მრავალშვილიან ოჯახს დღეს ბინა გადავეცით. ბათუმში ეს უკვე მე-13 ოჯახია, რომელმაც მერიისგან საჩუქრად საცხოვრებელი ბინა მიიღო",-განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ბინები გადაეცემათ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ბათუმში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომლებსაც 6-ზე მეტი შვილი ჰყავთ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა