აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ სრულ ნდობას  ვუცხადებთ

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ, - აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელიზაბეთ რუდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. მხარეებმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ელჩმა პროგრამის წარმატებას ხაზი გაუსვა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, ამერიკის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ასევე ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ ჩართულობით. ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებამ მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნულ პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ. იმ წამლების რაოდენობა, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურა, მთლიანად ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. მომწოდებელმა ფარმაცევტულმა კომპანიამაც იგივე სახის განცხადება გაავრცელა. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, რომ ჩაიტარონ სკრინინგი და მიიღონ ის ბენეფიტები, რასაც სახელმწიფო, C ჰეპატიტის მკურნალობის მიზნით, აბსოლუტურად უფასოდ სთავაზობს. აღნიშნული კი ქვეყანასაც დაეხმარება, მიაღწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნებს“, - განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა