ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუს“ სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძახებაზე მისულ ბრიგადას თენგიზ სიგუა უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ცნობისთვის, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად.1992 წლის 8 ნოემბერს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები