გეოგრაფიკი და კოლიერსი აბასთუმნის განვითარების პროექტის შესახებ

აბასთუმანი, მისი ისტორიული კონტექსტისა და უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის რუკაზე. მისი პოტენციალი - გამხდარიყო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, მკვეთრად იყო გამოხატული და ამის გათვალისწინებით, 2018 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება დაიწყო, კურორტის განვითარების პროექტზე კი კომპანიებმა: კოლიერს ინტერნეიშენალმა და გეოგრაფიკმა იმუშავეს.

კურორტების დაგეგმარებისას მნიშვნელოვანია, მათი განვითარება სისტემური იყოს, რაც ურბანულ ხედვასთან ერთად, განვითარების ეკონომიკურ დასაბუთებსაც საჭიროებს; სწორედ ამიტომ შედგა აღნიშნული კომპანიების კოლაბორაცია.

პროექტში გეოგრაფიკის როლი დაბა აბასთუმნის გენერალური და განაშენიანების გეგმების შედგენა იყო. მათი 20 კაციანი გუნდის მუშაობის შედეგად შემუშავდა გეგმები, რომლებშიც მწვანე სივრცეებისა და საინვესტიციოდ მიმზიდველი ურბანული ადგილების ბალანსი შედგა.

აბასთუმნის განვითარების კონცეფციაზე კომპანია კოლიერსმა იმუშავა. პირველ ეტაპზე, მათ შეისწავლეს დაბა აბასთუმნის ადგილობრივი და საერთაშორისო შესადარისები, რათა კურორტის სწორი პოზიციონირება განსაზღვრულიყო, ტურიზმისა და მომხმარებელთა სეგმენტების კვლევიდან გამომდინარე კი შეადგინეს კურორტის ფუნქციური მიქსი და განახორციელეს მისი ფინანსური კალკულაციები.

შედეგად, კომპანიების ერთწლიანმა მუშაობამ გამოავლინა ის მნიშვნელოვანი პარამეტრები, რომლებიც აბასთუმნით დაინტერესებულ ინვესტორებს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის კურორტის პოტენციალის შესახებ და ხელს შეუწყობს საინვესტიციო ეტაპების დაგეგმვაში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა