დავით ბაქრაძის განცხადებით, გიორგი გახარიასთვის 4 კონგრესმენის მიერ გაგზავნილი წერილი მაინც არ დაიმალება, „ვინაიდან წერილს აუცილებლად გაასაჯაროებს თავად ამერიკული მხარე“

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის 4 კონგრესმენის მიერ გაგზავნილი წერილი მაინც არ დაიმალება, ვინაიდან წერილს აუცილებლად გაასაჯაროებს თავად ამერიკული მხარე.

როგორც ბაქრაძემ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, თუ კონგრესმენების წერილის დამალვის მცდელობას ექნება ადგილი, ეს ილუსტრირება იქნება იმისა, თუ როგორ რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება კრიტიკაზე.

„ეს წერილი მაინც ვერ დაიმალება, აუცილებლად გასაჯაროვდება თავად ამერიკული მხარის მიერ. ამ წერილის დამალვის ნებისმიერი მცდელობა არის უაზრო, პრიმიტიული მცდელობა რაღაცნაირად მიჩქმალონ კრიტიკა. დემოკრატიული ხელისუფლებები ასე არ რეაგირებენ და კრიტიკულ წერილებს არ მალავენ, ასე იქცევიან გაბანკროტებული რეჟიმები,“-აცხადებს ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა.

როგორც ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, მასთან ერთად წერილის ავტორები არიან გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი.

„დღეს ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკოლიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტრენდით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ",-წერს კინზინგერი "ტვიტერზე".

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო