საქართველოში 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ აცნობეს, 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 602 ადამიანი და დაშავდა 9187.

2016 წელს მოხდა 6939 ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაიცვალა 581 და დაშავდა 9951 ადამიანი. 2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 517 ადამიანი და დაშავდა 8461. რაც შეეხება 2018 წელს, ჯამში 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047.

რაც შეეხება დედაქალაქში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს, თბილისში 2019 წელს წინა წელთან შედარებით დაღუპულ პირთა რიცხვი 10 %-ით გაიზარდა (9 ადამიანით მეტი დაიღუპა) , ხოლო საგზაო შემთხვევები 8%-ით, დაშავებულობა კი 11%-ით შემცირდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, 2019 წელს თბილისში 2891 ავარია მოხდა, დაიღუპა 100 ადამიანი და დაშავდა 3430.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, ორგანიზაციის ცნობით, 2018 წელს დედაქალაქში 3155 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 91 და დაშავდა 3872 ადამიანი. 2017 წელს 2934 ავტოსაგზაო შემთხვევაა მომხდარი, დაღუპულია 87 და დაშავებულია 3611 ადამიანი. 2016 წელს კი, 3264 ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარი, დაღუპულია 98 და დაშავებულია 4173 ადამიანი. რაც შეეება 2015 წელს, 2995 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 90 და დაშავდა 3834 ადამიანი.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, საიდანაც 16 მგზავრი იყო, 3 კი ქვეითი. დაშავდა 853 ადამიანი.

წინა წლების სტატისტიკა კი ასეთია: 2018 წელს 21 მოზარდი დაიღუპა და 1012 დაშავდა, 2017 წელს 23 დაიღუპა და 955 დასავდა. 2016 წელს - 17 დიღუპა და 1019 დაშავდა, ხოლო 2015 წელს 28 მოზარდი დაიღუპა და 912 დაშავდა.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ესენია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს