ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა

რუსეთში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილეების მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს ცვლილებები რუსეთის უახლოეს მეზობლებზე ინტერპრესნიუსი” რუსეთში მცხოვრებ ქართველ პოლიტოლოგსა და მკვლევარს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ პრეზიდენტმა პუტინმა ჯერ შექმნა საკონსტიტუციო კომისია და უმოკლეს ვადებში წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პაკეტი. თავიდან საუბარი იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ 11 მუხლს შეეხებოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ 40-ზე მეტ კანონში მოუწევთ ცვლილებების შეტანა.

ამ თემაზე რუსული მედია რამდენიმე დღეა მსჯელობს. საკმაოდ ბევრი ვარაუდი გამოითქვა. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რისთვის დასჭირდა პრეზიდენტ პუტინს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე ეფიქრა? ფაქტია, არავის ეპარება ეჭვი, რომ სახელმწიფო სათათბირო პუტინის მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს მხარს დაუჭერს...

- ცხადია, სახელმწიფო სათათბირო საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. პუტინს, როგორც ელცინს, არ ჰყავს ე.წ. მემკვიდრე. ელცინმა ის საკონსტიტუციო წყობა და მმართველობა დატოვა, რომელიც აქამდე იყო. რუსეთი პრაქტიკულად სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო და ასეთად რჩება. ელცინის მიზანი იყო მემკვიდრისთვის საპრეზიდენტო ძალაუფლების გაძლიერება.

პუტინს ასეთი მემკვიდრე არ ჰყავს. მანამდე გამოითქმოდა ვარაუდი, რომ მისი მემკვიდრე იქნებოდა მედვედევი, მაგრამ მედვედევის პრემიერ-მინისტრობიდან გაშვებისა და უშიშროების საბჭოში, პოლიტიკურ პენსიაზე დანიშვნის შემდეგ ეს ვარიატი უკვე აღარ განიხილება.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ინიციატივებს, ხდება ძალაუფლების კიდევ უფრო ერთ ხელში მოქცევა. მმართველობის არსებულ მოდელში ყველაფერი გასაგებია, არის პრეზიდენტი, გადაწყვეტილებების ცენტრი და შემდეგ ყველაფერი ცხადია.

პუტინის მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ თუ როგორი იქნება მმართველობა ბევრად გაუგებარი ხდება. იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხელისუფლებამ ისე იფუნქციონიროს, როგორც ახლა, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ფიგურა, რომელიც თავის თავში გააერთიანებს რამოდენიმე თანამდებობებს. პრეზიდენტის, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერის თანამდებობებს. ამგვარი ფიგურა კი იქნება პუტინი.

იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხელისუფლებამ ისე იფუნქციონიროს, როგორც ახლა, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ფიგურა, რომელიც თავის თავში გააერთიანებს რამოდენიმე თანამდებობებს. პრეზიდენტის, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერის თანამდებობებს. ამგვარი ფიგურა კი იქნება პუტინი

- ბევრი ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით მას საშუალება ექნება 2024 წლის შემდეგ ორი ვადით ისევ იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე...

- ჩემი დაკვირვებით ასეა - თავისი ასაკის გათვალისწინებით პუტინს არ უნდა დარჩეს ქვეყნის ოპერატიული მმართველობის თანამდებობაზე. პრემიერ-მინისტრი იქნება ვინმე სხვა, მაგრამ მასზე საპრეზიდენტო უფლებამოსილების, ასევე სახელმწიფო საბჭოსა და პარტიული ვერტიკალის საშუალებით მას ექნება მისი გაკონტროლების მექანიზმები. დღეს არსებული კონფიგურაციის მიხედვით, პუტინი 2024 წლის შემდეგაც დარჩება პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ჩემი დაკვირვებვით, ჯერჯერობით რა პოზიციას დაიკავებს პუტინი 2024 წლის შემდეგ, საბოლოოდ ეს მან თავადაც არ იცის. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები.

ჩემი დაკვირვებვით, ჯერჯერობით რა პოზიციას დაიკავებს პუტინი 2024 წლის შემდეგ, საბოლოოდ ეს მან თავადაც არ იცის. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები

ამიტომაა, რომ როცა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობენ, ძალიან ბევრი რამ ბოლომდე გარკვეული, ნათელი და განსაზღვრული არაა. საბოლოო ვარიანტი რომ იყოს, ჩვენც შედარებით უკეთ შევძლებდით დასკვნების გაკეთებას.

- ბევრი მიიჩნევს, რომ საქმე ამგვარად გამოიყურება - მოხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოება, საკონსტიტუციო სასამართლოს ავტონომიურობის შემცირება, სახელმწიფო ორგანოების მართვის ერთიან სისტემაში მუნიციპალური ორგანოების ჩართვა, ასევე მოხდება საერთაშორისო სამართლის სისტემისაგან რუსეთის მეტად იზოლირება, საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტში შევა მოქალაქეებისთვის პრაქტიკულად თვითმკვლელობის ტოლფასი ფინანსური ვალდებულებების... ამგვარი ცვლილებების შეტანის მიზანი რა შეიძლება იყოს?

- პუტინის მიზანია 2024 წლის შემდეგ შეინარჩუნოს ძალაუფლებაზე ყველა საკონტროლო ბერკეტები. დე-ფაქტო რუსეთი დაუბრუნდება სსრკ-ს დროინდელ მმართველობის სისტემას.

საბჭოთა პერიოდში, როგორც წესი, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო სახელმწიფოს მართვის მენეჯერი, პარტიის გენერალური მდივანი, ასევე პრეზიდიუმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, და პოლიტბიუროს ხელმძღვანელი. ამჯერად სახელმწიფო საბჭო შეასრულებს ისეთივე ფუნქციას, როგორც საბჭოთა პერიოდში პოლიტბიურო.

პუტინის მიზანია 2024 წლის შემდეგ შეინარჩუნოს ძალაუფლებაზე ყველა საკონტროლო ბერკეტები. დე-ფაქტო რუსეთი დაუბრუნდება სსრკ-ს დროინდელ მმართველობის სისტემას

საბჭოთა სისტემაში იყო ორი ვერტიკალი - პარტიული და სახელმწიფო. პარტიული ვერტიკალი აკონტროლებდა სახელმწიფო აპარატს. შეიქმნება სახელმწიფო აპარატის კონტროლის სისტემა.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა მიზანს შეიძლება ისახავდეს საერთაშორისო სამართლის სისტემისაგან რუსეთის მეტად იზოლირება?

- ეს ნიშნავს იმას, რომ გაგრძელდება დასავლეთთან რუსეთის დაპირისპირება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვერ მოიძებნა კომპრომისები დასავლეთს მოეხსნა რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები.

ჩემი აზრით, ამის გამო კრემლში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში თავდაცვით სტრატეგიაზე უნდა გადავიდნენ.

გაგრძელდება დასავლეთთან რუსეთის დაპირისპირება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვერ მოიძებნა კომპრომისები დასავლეთს მოეხსნა რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები

ეს კი გულისხმობს რამდენადაც შესაძლებელია ქვეყნის დასავლეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და ინფორმაციული გავლენისაგან დაცვას. ამის კარგი მაგალითია სუვერენული რუნეტი, აღიარება იმისა, რომ საერთაშორისო სამართალზე პრიორიტეტული უნდა იყოს ნაციონალური სამართლი. ასევე ახალი ეკონომიკური პროტექციონისტული პოლიტიკა.

ის, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ბელოუსოვია შეყვანილი, რომელიც სახელმწიფო კაპიტალიზმის პოლიტიკის აპოლოგეტი გახლავთ, ამის ნათელი დადასტურებაა. უკვე აშკარაა, რომ ეკონომიკაში გარკვეული პროტექცინისტური ღონისძიებები შემუშავდება და შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები უკავშირდება იმას, რომ 2020 წლის 9 მარტს ჰააგის სასამართლო დაიწყებს უკრაინის ტერიტორიაზე ფილიპინური ბოინგის ჩამოგდების საკითხის განხილვას.

მეტიც, მაგ დროისთვის რუსეთს უნდა ჰქონდეს შემუშავებული და მიღებული იმგვარი საკანონმდებლო აქტები, რომელიც მას საშუალებას მისცემს არ შეასრულოს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

თქვენი აზრით, მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები რამდენად შეიძლება იყოს დაკავშირებული ფილიპინური ბოინგის ჩამოგდებაზე ჰააგის სასამართლოს პროცესის დაწყებასთან?

- ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. გასულ წელს ცხადი გახდა, რომ რუსეთს აშკარად მოემატა გამოწვევები და საფრთხეები და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ვგულისხმობ გენერალ სულეიმანის მკვლელობას, მორიგი დოპინგური სკანდალი, ჩრდილოეთ ნაკად-2-ზე მორიგი ამერიკული სანქციების დაწესება და ასე შემდეგ.

როგორ ვთქვი, ჰააგის სასამართლოს გარდა რუსეთს ბევრი საფრთხე გაუჩნდა. ამიტომ კრემლის სტარატეგიაა გააგრძელოს ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის დაცვის პოლიტიკა.

ჰააგის სასამართლოს გარდა რუსეთს ბევრი საფრთხე გაუჩნდა. ამიტომ კრემლის სტარატეგიაა გააგრძელოს ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის დაცვის პოლიტიკა

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ აისახება რუსეთის ახლო სამეზობლოზე დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები? ვგულისხმობ უკრაინას, საქართველოს...

- რაც შეეხება საქართველოს, არა მგონია რუსეთს საქართველოს მიმართ ჰქონდეს გარკვეული გეგმები. ახლა რუსეთისთვის პრიორიტეტული ბელორუსი გახდა. ბევრი სპეკულაციები იყო იმის თაობაზე, რომ კრემლი პუტინისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდა რუსეთისა და ბელორუსის გაერთიანებას. ანუ, იმაზე საუბრობდნენ, რომ 2024 წლის შემდეგ პუტინი გახდებოდა რუსეთ-ბელორუსული გაერთიანებული სახელმწიფოს პრეზიდენტი.

რაც შეეხება უკრაინას, ვითარება ჩიხშია შესული. ეს რომ ასეა, ნორმანდიულ ფორმატში პუტინ-ზელინსკის შეხვედრამაც დაადასტურა.

რაც შეეხება საქართველოს, რუსეთს საქართველოს მიმართ ნეიტრალური პოზიცია აქვს. ჩემი აზრით, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა.

რაც შეეხება უკრაინას, ვითარება ჩიხშია შესული. ეს რომ ასეა, ნორმანდიულ ფორმატში პუტინ-ზელენსკის შეხვედრამაც დაადასტურა

- თუ წარმოდგენილი სახით მიღებული იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები, მაშინ ბელორუსთან გაერთიანების საჭიროება აღარ იქნება...

- ბელორუსიის თემა მაინც დარჩება კრემლის დღის წესრიგში. იმიტომ რომ, თუ გამოვიდა ეს ვარიანტი, რუსეთ-ბელორუსი იქნება როგორც სამოკავშირეო სახელმწიფო.

როგორ და რა ფორმით შეიძლება ეს მოხდეს, ამის განსაზღვრის საშუალებას საკმაოდ იძლევა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიღებას აპირებენ.

- ცნობილია, რომ საკონსტიტუციო კომისიაშია შეყვანილი დუგინი. ამ კომისიაში მის შეყვანას ბევრი იმას უკავშირებს, რომ კრემლში დიდი ხანია სურთ დღეს ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკების, ყოფილი ავტონომიების გაუქმება და მათი ოლქებად გადაკეთება.

თქვენი აზრით, ამგვარი გეგმები რეალურად არსებოს? თუ კი, კრემლს ამისთვის ჯერ არ სცალია თუ როგორ ჩანს?

- ასეთი იდეები დიდი ხანია არსებობს. მაგრამ, ახლა არ მგონია ამ გეგმის რეაზილებას ვინმე სერიოზულად ფიქრობდეს. სადღეისოდ არსებულ ვითარებაში აშკარად ნაჩქარევი იქნებოდა.

რუსეთში შემავალი ნაციონალური რესპუბლიკების გაუქმების მიმართულებით რომ ნაბიჯები გადაიდგას, დიდია იმის ალბათობა, რომ საპასუხო ნაციონალისტური მოძრაობები შეიძლება გახდეს აქტუალური. ვფიქრობ, რომ ამ იდეის რეალიზაციის მომენტი რუსეთში ჯერ არ დამდგარა.

რუსეთში შემავალი ნაციონალური რესპუბლიკების გაუქმების მიმართულებით რომ ნაბიჯები გადაიდგას, დიდია იმის ალბაათობა, რომ საპასუხი ნაციონალისტური მოძრაობები შეიძლება გახდეს აქტუალური. ვფიქრობ, რომ ამ იდეის რეალიზაციის მომენტი რუსეთში ჯერ არ დამდგარა

- ვხედავთ, რომ სირიის მსგავსად, დრამატულად, მაგრამ არანაკლებ საინტერესოდ ვითადება პროცესები ლიბიაში. მხედველობაში მაქვს ის, რომ ლიბიაშიც ერთმანეთის კონკურენტები არიან თურქეთი და რუსეთი.

თქვენი დაკვირვებით, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები როგორ აისახება რუსეთ-თურქულ ურთიერთობებზე და ვითარებაზე ლიბიაში?

- რაც შეეხება რუსულ-თურქულ ურთიერთობებს, რუსეთისთვის მთავარია თურქეთის გავლით გაზის ტრანზიტის თემა. ანკარა-მოსკოვის ურთიერთობები საკმაო ხანი იყო საკმაოდ ახლო, ახლა ისინი კრიტიკულ ფაზაშია შესული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათ შორის ნორმალური ურთიერთობები ორივე მხარე სარგებელს იღებს, ვფიქრობ მხარეები შეეცდებიან სადაო საკითხეში კომპრომისების პოვნას.

რუსეთისთვის თურქეთთან ურთიეთობების სტრატეგია დასავლეთისთვის პრობლემების შექმნაა. რუსეთი ქმნის იმგვარ პრობლემებს, რომლების გადაწყვეტას რაღაც საკითხებში გაცვლით ცდილობს.

- სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის გარკვეულ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ თუ რუსეთმა კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილი თურქეთის ტერიტორიად აღიარა, ანკარამ შეიძლება აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. თქვენი დაკვირვებით, ამგვარი ალბათობა რამდენად დიდია?

- საქმე იმაშია, რომ ახლა თურქეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობა არ არსებობს. პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი რეიტინგის შენარჩუნება, მაგრამ ეს ის საკითხი არაა, რომ პუტინს ამით რეიტინგი მოემატოს. რუსეთი კარგა ხანია თვლის, რომ აფხაზეთი დე-ფაქტო მისი ტერიტორიაა. თურქეთამ კიდეც რომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს პუტინის რეიტინგზე არანაირად არ იმოქმედებს.

რუსეთი კარგა ხანია თვლის, რომ აფხაზეთი დე-ფაქტო მისი ტერიტორიაა. თურქეთმა კიდეც რომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს პუტინის რეიტინგზე არანაირად არ იმოქმედებს

პუტინისთვის, რეიტინგის ამაღლებისთვის სერიოზული საბაბი და საფუძველი შეიძლება ყოფილიყო რუსეთისა და ბელორუსის გაერთიანება. ამას ამომრჩეველი პუტინს რუსული მიწების დაბრუნებად შეაფასებდა.

- დიახ, მაგრამ რუსეთ-ბელორუსის გაერთიანება რეალისტურად სულაც არ გამოიყურება...

- ეს გეგმა არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით რეალისტური იმიტომ არ არის, რომ რუსეთ-ბელორუსის გაერთიანების წინააღმდეგი ლუკაშენკო და მისი ნომენკლატურაა. გარდა ამისა, ბელორუს საზღვარი აქვს ევროკავშირთან.

თუ რუსეთმა ბელორუსში სამხედრო ინტერვენციის მსგავსი ნაბიჯები გადადგა, ან ლუკაშენკოს გადატრიალება მოინდომა, ევროკავშირი იძულებული იქნება რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესოს. ეს კი კიდევ უფრო დაამძიმებს რუსეთის მდგომარეობას.

თუ რუსეთმა ბელორუსში სამხედრო ინტერვენციის მსგავსი ნაბიჯები გადადგა, ან ლუკაშენკოს გადატრიალება მოინდომა, ევროკავშირი იძულებული იქნება რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესოს. ეს კი კიდევ უფრო დაამძიმებს რუსეთის მდგომარეობას

- თუ ისევ საკონსტიტუციო ცვლილებების თემას დავუბრუნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ 2024 წლის შემდეგ პუტინს კიდევ ორჯერ ექნება საშუალება გახდეს რუსეთის პრეზიდენტი. ასეა?

- პუტინს საკონსტიტუციო ცვლილებები იმისთვის დასჭირდა, რომ 2024 წლის შემდეგ მის ხელში ძალაუფლების შენარჩუნების სხვადასხვა ვარიანტები დაიტოვოს. საბოლოოდ, ამ თემაზე პუტინი გადაწყვეტილებას ვითარების შესაბამისად მიიღებს. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ არის 4 წელი.

პუტინს საკონსტიტუციო ცვლილებები იმისთვის დასჭირდა, რომ 2024 წლის შემდეგ მის ხელში ძალაუფლების შენარჩუნების სხვადასხვა ვარიანტები დაიტოვოს

მაგრამ, ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიღებაც იგეგმება, პუტინს მისცემს შესაძლებლობას ვითარების შესაბამისად ისე იმოქმედოს, რაც მას მისცემს შესაძლებლობას იმ ფორმით შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომლითაც მოისურვებს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა