საია-მ ომბუდსმენის წარმომადგენლისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა.

როგორც ჟურნალისტებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ განუცხადა, ის სახელმწიფო ინსპექტორს სთხოვს, ამ კადრების გავრცელების კანონიერება შეისწავლოს.

“ამ ვიდეოების გასაჯაროებასთან დაკავშირებით გუშინ ჩვენც მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორს, ცოტა უფრო ადრე, ვიდრე სახალხო დამცველმა. ჩვენ მივმართეთ არამარტო სახალხო დამცველის თანამშრომლის მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეოკადრებთან, არამედ ყველა იმ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდა, მათ შორის სასჯელაღსრულების თანამშრომლების მონაწილეობით. ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კადრების გავრცელებით დაირღვა კანონი და ვთხოვთ სახელმწიფო ინსპექტორს, რომ მისი კომპეტენციის ფარგელბში შეისწავლოს ამ კადრების გავრცელების კანონიერება“, - განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი არის სახალხო დამცველის წარმომადგენლის იდენტიფიცირებული სახით წარმოჩენა ამ ვიდეოკადრებშია, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების იდენტიფიცირებაც შეიძლება იმ ვიდეოკადრებში, რაც ვნახეთ.

„ჩვენ არ ვყოფთ საკითხს ასე - სახალხო დამცველის წარმომადგენელზე გავრცელებული ვიდეოკადრები რომ იყოს შესწავლილი, ჩვენ მივმართეთ ყველა იმ კადრებთან დაკავშირებით, წუთებისა და წამების მითითებით, რომელიც გავრცელდა პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე და შემდგომში პენიტენციური სამსახურის სოციალურ ქსელში არსებულ გვერდზე”, - განაცხადა სალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო