რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ  ახლად დანიშნულ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ახლად დანიშნულ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ელჩისთვის ეს რიგით მესამე ოფიციალური შეხვედრა იყო პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ კვერნაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე, პროტოკოლის სამსახურიდან ნათია გუდაძე და გვანცა ცხოვრებაძე.

ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, ასევე მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ არსებული კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს.

სააგენტოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და მათი ურთიერთობა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მის წინამორბედთან შაფთაი ცურთან, რომელიც გახლდათ ქართველი ებრაელი.

მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ, რომელსაც ეროვნულ დონეზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ახლა კი გამოითქვა სურვილი ამ მეგობრობას იუნესკომ მიანიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რადგან მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

ვან გიდორმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ინფორმაციის მიწოდებისთვის. მან მოიწონა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და ხაზი გაუსვა თავმჯდომარის გამოცდილებას ებრაელი თემის მიმართ. ელჩმა სურვილი გამოთქვა მომავალში სააგენტოსთან მჭიდრო ურთიერთობის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს