„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოკლე ვადებში უნდა წარადგინოს ხედვა, რას აპირებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოკლე ვადებში უნდა მიაწოდოს ბიზნეს საზოგადოებას ხედვა, თუ რას აპირებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

როგორც ჭუმბურიძემ ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის რჩევები გავითვალისწინოთ.

„30 წლის წინ ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური მიმართულება. თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკელებს, ევროპელებს, უნდა მოვუსმინოთ და მათი წინადადებები გავითვალისწინოთ.

რაც შეეხება ამ შემთხვევაში რჩევას ამერიკის მხრიდან, პირველ რიგში მოსმენის კულტურა უნდა გვქონდეს, განსაკუთრებით ხელისუფლებას და უნდა გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ.

ამასთან, მან ბიზნესის წინაშე არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საგარეო სისტემაში 25 - წლიანი მუშაობის განმავლობაში მსგავსი სიტუაცია არ ახსენდება.

„წლევანდელი წელი არჩევნების წელია და ბიზნესისთვის მარტივი წელი ნამდვილად არ იქნება. ხედავთ როგორი ტურბულენტობაა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განზომილებაში.

ზოგადად, ბევრი გამოწვევაა. მხოლოდ და მხოლოდ რეფორმები და ახალი ნოვაციური შეხედულებები თუ შეძლებს ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ.

მისივე განცხადებით, რეფორმები სასამართლო სისტემაში აუცილებელია, „რამდენადაც 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი სასამართლო ვერ ჩამოყალიბდა“.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოკლე ვადებში უნდა წარადგინოს ხედვა, რას აპირებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოკლე ვადებში უნდა მიაწოდოს ბიზნეს საზოგადოებას ხედვა, თუ რას აპირებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

როგორც ჭუმბურიძემ ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის რჩევები გავითვალისწინოთ.

„30 წლის წინ ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური მიმართულება. თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკელებს, ევროპელებს, უნდა მოვუსმინოთ და მათი წინადადებები გავითვალისწინოთ.

რაც შეეხება ამ შემთხვევაში რჩევას ამერიკის მხრიდან, პირველ რიგში მოსმენის კულტურა უნდა გვქონდეს, განსაკუთრებით ხელისუფლებას და უნდა გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ.

ამასთან, მან ბიზნესის წინაშე არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საგარეო სისტემაში 25 - წლიანი მუშაობის განმავლობაში მსგავსი სიტუაცია არ ახსენდება.

„წლევანდელი წელი არჩევნების წელია და ბიზნესისთვის მარტივი წელი ნამდვილად არ იქნება. ხედავთ როგორი ტურბულენტობაა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განზომილებაში.

ზოგადად, ბევრი გამოწვევაა. მხოლოდ და მხოლოდ რეფორმები და ახალი ნოვაციური შეხედულებები თუ შეძლებს ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ.

მისივე განცხადებით, რეფორმები სასამართლო სისტემაში აუცილებელია, „რამდენადაც 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი სასამართლო ვერ ჩამოყალიბდა“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს