ერაყში ათობით ათასმა ადამიანმა ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გაყვანის მოთხოვნით საპროტესტო მარში გამართა

ერაყში, ათობით ათასმა ადამიანმა, აშშ-ის სამხედრო ძალების ქვეყნიდან გაყვანის მოთხოვნით საპროტესტო მარში გამართა. დედაქალაქ ბაღდადში შეკრებილებს ბანერები წარწერებით - „არა ამერიკას“, „არა ოკუპაციას“ ეჭირათ. მარშის დროს დემონსტრანტები „მწვანე ზონისკენ“ გაემართნენ, სადაც დიპლომატიური ოფისებია განლაგებული.

„ჩვენ გვსურს გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ჩაგვრის ჯაჭვისგან. ჩვენ დავიჩაგრეთ და ზიანი მოგვადგა ამერიკის ინტერესების გამო რეგიონში. გვინდა ისინი წავიდნენ“,-განუცხადა 18 წლის მარიამმა „ალ ჯაზირას“.

„ყველანი წავიდნენ -ამერიკა, ისრაელი და კორუმპირებული მაღალჩინოსნები. აღარაფერი აღარ გვაქვს, არც სამუშაო, არც სახლები, არც ხელფასები. წავიდნენ!“-აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე „როისტერსთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ერაყის პარლამენტმა ხმა მისცა ქვეყნიდან ყველა უცხოური ჯარის გასვლას, რომელთა შორის 5 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედროა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ. დონალდ ტრამპის თქმით, თავდაპირველად ერაყმა აშშ-ს უნდა აუნაზღაუროს ის მილიარდობით დოლარის დანახარჯი, რომელიც ქვეყანამ მათ ტერიტორიაზე გასწია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო