ლაშა ხუციშვილი - ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით

ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საბაჟო სფეროში განხორციელდა, როგორც საკანონმდებლო სრულყოფის, ისე სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს მეზობლებთან საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის მიმართულებით.

სიტყვით გამოსვლისას, ლაშა ხუციშვილმა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს რეფორმების მუდმივი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მათთან თანამშრომლობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება