არჩილ თალაკვაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა არსებული ორმხრივი კავშირები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა დინამიური სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში გააქტიურებულ ურთიერთობებს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ქართულ და ავსტრიულ სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებები, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ვითარება იყო.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ავსტრიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა არად ბენკოს პერსონალური წვლილი ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების საქმეში და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ