ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ პარტიაში იმის გამო არ გავერთიანდით, რომ ერთი კონკრეტული პარტია დავამარცხოთ, ის ისედაც დამარცხებულია

ჩვენ ამ პარტიაში იმის გამო არ გავერთიანდით, რომ ერთი კონკრეტული პარტია დავამარცხოთ, ის ისედაც დამარცხებულია, რადგან მისი საქმიანობა წარუმატებელი და დამარცხებულია, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ქუთაისში პარტიის ოფისის გახსნისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი სტანდარტის დამკვიდრება და მოსახლეობისთვის ისეთი დაპირებების მიცემა უნდათ, რომელსაც მომავალში აუცილებლად შეასრულებენ.

„მშობლიურ ქალაქში „ლელოს“ წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა ჩემთვის, ზოგადად, ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ეს პირველი ოფისია, რომელიც იხსნება, მიუთითებს იმაზე თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩენთვის ქუთაისს, ქუთაისელებს და ზოგადად იმერეთს. მთავარია, რომ ჩვენ მოსახლეობას, იმერლებს, ქუთაისელებს ვუთხრათ ერთი რამ, რომ ეს არ არის მორიგი პარტია, რომელიც ხსნის ოფისს და აპირებს, რომ ისეთი დაპირებები ჩამოარიგოს, რომელსაც მერე აღარ შეასრულებს. ჩვენ გვინდა ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ, ახალი იმედი მივცეთ მოსახლეობას და ისეთი დაპირებები გავახმოვანოთ, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ. ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ არჩევნებზე ხმები მოვიპოვოთ, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმები, რადგან ჩვენი ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, გრძელვადიანი გეგმები და თავდადება. ჩვენ ამ თავდადებისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა სიღარიბე და სასოწარკვეთილებაა, რაც უნდა დაამარცხონ.

„ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე სიღარიბე, უიმედობა, სასოწარკვეთილებაა და ეს მოწინააღმდეგე უნდა დავამარცხოთ ერთად. ჩვენ ამ პარტიაში იმის გამო არ გავერთიანდით, რომ ერთი კონკრეტული პარტია დავამარცხოთ, ის ისედაც დამარცხებულია, იმიტომ რომ მისი საქმიანობა წარუმატებელი და დამარცხებულია. ჩვენი გაერთიანება შედგა იმისათვის, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ და ქვეყანას პერსპექტივა შევუქმნათ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა