ჰონგ-კონგში 17 თებერვლამდე სკოლები დაიხურება

ჰონგ-კონგში სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება. ამასთან, ქალაქში გამოცხადებული ჯანდაცვის „სერიოზული“ მდგომარეობა „საგანგებოთი“ შეცვალეს.

სხვადასხვა ქვეყანაში კი დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს. ამ დროისთვის ავსტრალია ვირუსის ახალ შემთხვევებს ადასტურებს. ქვეყანაში ამბობენ, რომ დადასტურებულად ვირუსი ოთხ ადამიანს აქვს, რამდენიმე ადამიანზე კი ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს.

ახალი შემთხვევები ფიქსირდება იაპონიასა და მალაიზიაშიც. თავად უხანის პრივინციაში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა საგანგაშო მდგომარეობაა. ექიმების ინფორმაციით, მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია. ამასთან გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი 1300-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა, რომელიც დაახლოეთ ერთ კვირაში უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში აღმოაჩინეს, ამ დროისთვის სულ მცირე 41 ადამიანია დაღუპული, ხოლო 1300-მდე ინფიცირებული.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს