საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის საშუალებით მიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის, ხუბეის პროვინციის ქ.უხანში მყოფ 5 მოქალაქესთან, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან.

მათივე ცნობით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის მეშვეობით მიმართა.

ვიდეომიმართვაში ელჩმა მოქალაქეებს გააცნო შექმნილ ვითარებაში მათთვის საჭირო ინფორმაცია კომუნიკაციის, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების კუთხით, ასევე ჩინეთის მთავრობისა და უხანის მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული პრევენციული ზომების, ეპიდემიის პირობებში შესაბამისი სანიტარული მოთხოვნების შესახებ.

საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ქ.უხანის მუნიციპალიტეტთან და შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ინფორმირებულია მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ შორის მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც ჩინეთის, ისე სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობებთან.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს