დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ხელისუფლება ჩინეთის ქალაქ უხანიდან, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ხელისუფლება ჩინეთიდან, ქალაქ უხანიდან, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ ხუნდაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეებისგან ხელისუფლებას ქალაქ უხანიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, თანხმობა მიღებული არ აქვს.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ხელისუფლების გეგმაა, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა თანხმობაც ექნებათ, ეპიცენტრიდან გამოიყვანონ და საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ, საქართველოში ჩამოიყვანონ.

„ამასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. მქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან. საკარანტინო რეჟიმი მუშაობს და არ არის მარტივად რომ ბილეთი ავუღოთ და წამოვიყვანოთ. ჩემი მიდგომა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ასეთია და რეკომენდაციებიც მაქვს გაცემული - მინიმუმ უნდა მოვახდინოთ მათი გაყვანა ეპიცენტრიდან, თუნდაც ჩინეთის ან მეზობელი ქვეყნის არეალში. თუ მოვახერხეთ აქ ჩამოყვანა, მათთანვე შეთანხმებით, ეს იქნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ საკარანტინო რეჟიმი და საინკუბაციო პერიოდი, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ამ ერთობლიობაში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საინკუბაციო პერიოდი ამოიწუროს და შემდეგ გამოვიყვანოთ ქვეყნიდან, მაგრამ პირველ ეტაპზე, უმჯობესი იქნება, თუკი ამის ორგანიზება მოხდება რომ ეპიცენტრს მოვაცილოთ ჩვენი მოქალაქეები. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი, ამ ეტაპზე, არ დგას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ არჩილ კალანდიამ განუცხადა, როგორც უხანში, ასევე ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში პრევენციის უპრეცედენტო ზომები ტარდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა