ზესტაფონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 822 000 ლარი დაიხარჯება

სოფლის მხარდამჭერი პროგრამით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა, რეგიონული განვითარების ფონდიდან, 822 000 ლარი მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მოსახლეობის საერთო კრებები, სადაც ადგილობრივები თავად ირჩევენ პრიორიტეტულ პროექტებს, მუნიციპალიტეტში 16 იანვრიდან დაიწყო.

შეხვედრებს ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნეენ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 2019 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 192 პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მათ დასახლებებში მცირე ზომის წყალსადენი სისტემების მოწყობა - რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა და სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მასალების შესყიდვა მოხდა. მიმდინარე პროექტების შერჩევის პროცესი იანვრის ბოლომდე დასრულდება“, - ნათქვამია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება