ანრი ოხანაშვილი რუსეთის დელეგაციის მასპინძლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებაზე - მსგავსი ღონისძიების ჩატარების საკითხს ვერ წყვეტს და არ გადაწყვეტს ერთი ადამიანი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო მზადაა რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უმასპინძლოს, რომელიც თბილისში გაიმართება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, მსგავსი ღონისძიების ჩატარების საკითხს ვერ წყვეტს და არ გადაწყვეტს მხოლოდ ერთი ადამიანი.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარების საკითხს მხოლოდ ერთი პირი ვერ გადაწყვეტს, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებენ დე ფაქტო რეჟიმებს. შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. ნებისმიერ საკითხში ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დაეფუძნება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება უნდა შევაჯეროთ და შევათანხმოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად. მხოლოდ ამ ფორმით, ამ მიდგომით შეიძლება რაიმე ტიპის გადაწყვეტილებაზე საუბარი, ჯერ ვერაფერს გეტყვით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ შეიძლება ერთი ადამიანის მიერ იყოს მიღებული.

მსგავსი ღონისძიების ჩატარების საკითხს ვერ წყვეტს და არ გადაწყვეტს მხოლოდ ერთი ადამიანი. ასეთი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების ჩატარების საკითხი წყდება ჩვენი ჩართულობით ჩვენს ევროპულ მეგობრებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მივიღოთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს და ამას უნდა ჰქონდეს ლოგიკური თანხვედრა, შესაბამისობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა