ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების მასობრივ სპორტულ აქტივობებში ჩართვისთვის უმნიშვნელოვანესია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბევრი სივრცე ეწყობა სპორტული ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობების გაზრდისთვის. მაგალითად, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომელიც მოიაზრებს ვაზისუბნის მე-3მ/რ-ის მე-2 კვარტალში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, გიორგი ნანუაშვილის სახელობის სპორტული მოედნის მოწყობას, სადაც მისი მემორიალური დაფაც განთავსდება. ამავდროულად, ხორციელდება კეთილმოწყობითი სამუშაოები ვაზისუბნის დასახლების მე-8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოეწყობა თანამედროვე სპორტული მოედნები. ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მისამართზე ხდება საყრდენი კედლებისა და კიბეების რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ირაკლი აბუსერიძესთან ერთად საკრებულოს წევრმა ლევან დავითაშვილმა, ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელმა ხვიჩა ჩალაბაშვილმა დაათვალიერეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს