გიორგი გახარია - ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების დამატებით პრივატიზებას

ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების დამატებით პრივატიზებას, რაც მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას უახლესი წლების განმავლობაში დამატებით, დაახლოებით, 120 მილიონის ინვესტირების ბაზისი შექმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ პროექტზე „100 შეთავაზება ბიზნესს“ საუბრისას განაცხადა, მთავრობის ძირითადი ამოცანაა ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში.

„ამ ინიციატივასთან ერთად („100 შეთავაზება ბიზნესს“) ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალზე კარგი ახალი იდეა, რომელიც აძლიერებს იგივე მიდგომას სასარგებლო წიაღისეულის, როგორც 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზების ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, ბუნებრვი რესურსების მართვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს ძალზე სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ, სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ასევე ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების დამატებით პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლესი წლების განმავლობაში დამატებით, დაახლოებით, 120 მილიონის ინვესტირების ბაზისი შექმნას, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში, მოხდეს მისი იდენტიფიცირება“, - განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს