გია ვოლსკი - საარჩევნო მოდელ 120/30-ზე მსჯელობა არ მიმდინარეობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის ახალ მოდელზე, რომელიც 120 დეპუტატის პროპორციული წესით არჩევას, ხოლო მაჟორიტარული მანდატების 30-მდე შემცირებას გულისხმობს, მსჯელობა არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, ხელისუფლების შეთავაზება 100/50 კვლავ ძალაშია. ვოლსკის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია იმის მტკიცება, რომ ქართულ საზოგადოებას მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობა სურს.

„არ ვთვლი, რომ ეს ინფორმაცია ცუდი ადამიანების მოგონილია. ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც განიცდიან შექმნილ მდგომარეობას და რომლებიც ვითარებიდან გამოსავალს ხედავენ ასეთი ან სხვა ფორმულით, ისინი ცდილობენ, რომ თავის მოსაზრება გამოიტანონ განსჯის ასპარეზზე. ზოგს შეიძლება თავისი მერკანტილური აზრი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს. არის საკმაოდ პრაგმატული შეთავაზება. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რაზეც ბევრი გვაკრიტიკებს, საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რათა მათაც ჩამოუყალიბდეთ პოზიცია, რა სჭირდება საქართველოს. კატეგორიულად მიუღებელია იმის მტკიცება, თითქოს საზოგადოების დიდ ნაწილს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობა სურს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს