ინფექციური ცენტრის ხელმძღვანელი - ყაზბეგიდან გადმოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქიდან ორ ბავშვს აღენიშნება ტემპერატურის მომატება და ისინი მოთავსდებიან ბოქსირებულ განყოფილებაში

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოა, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც ყაზბეგიდან თბილისში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ ექნებათ.

მისი ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს ასევე ერთმა ქართველმა მამაკაცმა მიმართა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

„დღეს იყო ორი ასეთი შემთხვევა. ერთი - მოგვმართა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, ქართველმა, რომელიც მუშაობს ჩინეთში, ჩამოვიდა ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. მან მოგვმართა ტემპერატურის მომატებით, ის თავის ფეხით მოვიდა და ახლა მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში, რაც შეეხება ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის 9 მოქალაქეს, მოიყვანეს უკვე ახლა, ისინი ასევე აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ, რამდენადაც ვიცი, 21 იანვარს გამოფრინდნენ იქიდან.

მათგან ორს - ბავშვებს, ტყუპებს, როგორც გვითხრეს, 6 თუ 7 წლის ბავშვებს აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება, შესაბამისად, არსებული რეკომენდაციების მიხედვით ვინაიდან, აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება და არიან ჩინეთიდან, ეს ბაშვები მიჩნეული არიან შესაძლო შემთხვევად კორონავირუსით ინფექციის და ისინი მოთავსებული იქნებიან ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩაუტარდებათ ყველა სათანადო გამოკვლევა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გვაქვს მრავალი ათეული წლის გამოცდილება და თუ გამოირიცხა კორონავირუსით ინფექცია, მათ ჩაუტარდებათ მენეჯმენტი, როგორც ჩვეულებრივ მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის პაციენტებს და გამოჯანმრთელების შედეგ გაწერილი იქნებიან კლინიკიდან, ხოლო თუ დადასტურდა ინფექცია, რისი ალბათობა ნაკლებია, წინასწარი მონაცემებით, ვფიქრობთ რომ ამ ბავშვებს ეს არ ექნებათ, მაშინ ჩაიტარებენ მკურნალობის სრულ კურსს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო: ყაზბეგიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა