თბილისის ბაღებს სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული სიმღერათა კრებული გადაეცემა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სმენის დარღვევების მქონე ბავშვებისათვის გათვალისწინებული სპეციალური სიმღერების კრებულის შეტანა იგეგმება. ბაღებში ახალი საგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვის მიზნით თანამშრომლობის საკითხები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა სალომე ბარბაქაძემ, ქეთევან პეტრიაშვილმა და მაია გოგოლაძემ მზადყოფნა გამოთქვეს გამართონ სამუშაო შეხვედრა თბილისის ბაღებში მომუშავე მუსიკის პედაგოგებთან კრებულის სააღმზრდელო პროცესში გამოყენების შესახებ და სამომავლოდ, მეთვალყურეობა გაუწიონ მისი დანერგვის პროცესს.

„კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტო უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს შეტანას საბავშვო ბაღებში და ასევე ხელს შეუწყობს ბაღების სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვას სმენის დარღვევების მქონე ბავშვების სააღმზრდელო პროცესში ეფექტური ჩართვისა და განვითარებისათვის.

ორენოვანი სანოტო კრებულის, „ქართული სიმღერა-თამაშების“ პრეზენტაცია 25 იანვარს საქართველოს განათლების სამინისტროში გაიმართა. ეს პირველი კრებულია, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე არის დაფუძნებული და მასში შესული კომპოზიციების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ გერმანიაში მოღვაწე მუსიკათერაპევტი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი და საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თბილისის ბაღებს სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული სიმღერათა კრებული გადაეცემა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სმენის დარღვევების მქონე ბავშვებისათვის გათვალისწინებული სპეციალური სიმღერების კრებულის შეტანა იგეგმება. ბაღებში ახალი საგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვის მიზნით თანამშრომლობის საკითხები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა სალომე ბარბაქაძემ, ქეთევან პეტრიაშვილმა და მაია გოგოლაძემ მზადყოფნა გამოთქვეს გამართონ სამუშაო შეხვედრა თბილისის ბაღებში მომუშავე მუსიკის პედაგოგებთან კრებულის სააღმზრდელო პროცესში გამოყენების შესახებ და სამომავლოდ, მეთვალყურეობა გაუწიონ მისი დანერგვის პროცესს.

„კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტო უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს შეტანას საბავშვო ბაღებში და ასევე ხელს შეუწყობს ბაღების სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვას სმენის დარღვევების მქონე ბავშვების სააღმზრდელო პროცესში ეფექტური ჩართვისა და განვითარებისათვის.

ორენოვანი სანოტო კრებულის, „ქართული სიმღერა-თამაშების“ პრეზენტაცია 25 იანვარს საქართველოს განათლების სამინისტროში გაიმართა. ეს პირველი კრებულია, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე არის დაფუძნებული და მასში შესული კომპოზიციების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ გერმანიაში მოღვაწე მუსიკათერაპევტი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი და საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია