არჩილ თალაკვაძე იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებზეც აქცენტი მომავალში გაკეთდება.

„არსებობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი თავდაცვის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა იტალიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

არჩილ თალაკვაძემ და ენრიკო ვალვომ შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“