ნინო ბურჯანაძე - შეიძლება კონგრესმენების და სენატორების „მართვა“ ოპოზიციას მიაწერო?!

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, აპირებს საქართველო ჩრდილო-კორეად აქციოს, თუმცა ჩრდილო კორეაც კი უწევს ანგარიშს საერთაშორისო თანამეგობრობას. ყოველდღე იგზავნება უმკაცრესი შინაარსის წერილები კონგრესიდან, სენატიდან. ამ ყველაფრის იგნორირება არის აბსოლუტური სიბრიყვე, თუმცა ეს სიბრიყვეც არ მიკვირს „ქართული ოცნებიდან“, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სენატორების წერილებს, რომელიც პრემიერმა გიორგი გახარიამ მიიღო.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დროა ხელისუფლებას თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩაერთოს და სასწრაფო ზომები მიიღოს, რათა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საერთო კომპრომისი მოძებნოს.

ნინო ბურჯანაძე ასევე გამოეხმაურა პრემიერ გიორგი გახარიას იმ განცხადებას, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირებისაგან იქმნება ჯგუფი, რომლებიც აპირებენ შტატებში გამგზავრებას.

„ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ის სენატორები და კონგრესმენები, ვინც აქ წერილებს აგზავნიან არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეები. მე მიკვირს, ასეთ რამეს სირცხვილით როგორ ამბობენ?! „ქართული ოცნება“ რატომ არ აქტიურობს თავისი 7 მილიარდით, სახელმწიფო ბიუჯეტით, სახელმწიფო რესურსებით, საელჩოთი და ა.შ. ოპოზიციური პარტიის ძალისხმევა შეიძლება იყოს 5% და გნებავთ 10%, დანარჩენი 90% სად არის? შეიძლება კონგრესმენების და სენატორების „მართვა“ ოპოზიციას მიაწერო?! ხელისუფლება, რომელიც 8 წელია ხელისუფლებაშია და ახლა აცხადებს, რომ ახლა ქმნის ჯგუფს, რომელიც ითანამშრომლებს სენტთან და კონგრესთან, ასეთი ხელისუფლება აუცილებლად უნდა წავიდეს, მაგრამ უნდა წავიდეს არჩევნების გზით“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა