მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2017 წლიდან აქტიურად არის ჩართული „საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის" სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.

2019 წლის განმავლობაში, „საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის"

ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპლექსური აქტივობები განახორციელა. 2019 წლის დასაწყისში ამოქმედდა საინფორმაციო კამპანია #მეტისიცოცხლისთვის, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით განხორციელდა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები.

განვითარდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, სულ მოქმედებს

4 467 ვიდეოკამერა (2 862 - ზოგადი ხედვის, 1 605 - ნომრის ამომცნობი) და სიჩქარის კონტროლის 216 სექცია - ჯამში, დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ რეალური მონაცემების შესაგროვებლად, ბორტკომპიუტერის 170 კომპლექტი შეისყიდა, რითიც ამ დროისთვის სრულად აღჭურვილია სახაზო-საპატრულო ავტომანქანები.

„შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად, დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე, იმერეთის რეგიონი.

ამოქმედდა პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საფუძველზეც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა ავტომატურ რეჟიმში ახდენს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებას და დაჯარიმებას, რომელთაც არ გაუვლიათ ტექნიკური დათვალიერება.

შსს-ს მიერ (EaP თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ექსპერტის (Crash Data Systems and Crash Data Analyses Expert) ჩართულობით) მომზადდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვისთვის მონაცემთა ერთიანი ბაზის არსებობას.

საგზაო-სატრანსპორტო​ შემთხვევების ბარათი აკმაყოფილებს ევროკავშირის CADaS სტანდარტის მოთხოვნებს. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ხელშემწყობი ფაქტორებისა და გარემო პირობების შესახებ მეტად დეტალიზებული ინფორმაციის აღრიცხვის საშუალებას იძლევა, საპილოტე რეჟიმში მუშაობს ისანი-სამგორის რაიონში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

შეიქმნა ე.წ. შავი წერტილების რუკა (ხშირი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ასახვა), რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე -https://formore.life.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა