1-ელი თებერვლიდან წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება

1-ელი თებერვლიდან წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, სემეკის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების (დიამეტრი - 20 მმ) საფასური 100 ლარით შემცირდება და 500 ლარის ნაცვლად 400 ლარი იქნება. ამასთანავე, მუნიციპალიტეტებში 200 ლარით მცირდება წყალარინების ქსელზე მიერთების (დიამეტრი - 0-100 მმ) საფასური და 1-ლი თებერვლიდან 1000 ლარის ნაცვლად 800 ლარი გახდება.

„რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი), მიუხედავად სამუშაოების სირთულისა, სემეკი მიერთების საფასურს არ ცვლის. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მსგავსად, წყალმომარაგების სექტორშიც ქსელზე მიერთების დიფერენცირებული საფასურები განპირობებულია თვითმმართველ ქალაქებში ქსელზე მიერთების სამუშაოების სპეციფიკით (ასფალტის საფარის აღება, სხვადასხვა ნებართვების საჭიროება და ა.შ).

1-ელ თებერვალს ამოქმედდება წყალმომარაგების კომპანიების ახალი ვალდებულებაც, რომლის მიხედვითაც 100 მეტრით იზრდება ქსელზე მიერთების რადიუსი. რეგულაციის შესაბამისად, კომპანიამ სრული ტექნოლოგიური ციკლით უნდა უზრუნველყოს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელიდან 200 მეტრის რადიუსშიც.

გარდა ამისა, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში შემცირდა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 150-მილიმეტრიანი წყალარინების მილსადენზე მიერთების საფასური. კერძოდ, თვითმმართველი ქალაქებისთვის საფასური 39%-ით შემცირდა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის 57%-ით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს