დავით ბაქრაძე - დოკუმენტი, რომელიც ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო, კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმაა „ქართული ოცნებისთვის“

ის დოკუმენტი, რომელიც დღეს მიიღო ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა, არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტში პირდაპირ არის დაგმობილი პროპორციული სისტემის ჩაგდება და საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევების გამოუძიებლობა.

„მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და მძიმეა ხელისუფლებისთვის, ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, რომელიც დღემდე თავს არიდებს ოპოზიციასთან შეთანხმებას და რომელიც დღემდე ცდილობს არჩევნები მხოლოდ მისთვის მისაღები სისტემით ჩაატაროს. ეს იქნება კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიტიკას იღებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისგან. დოკუმენტი, რომელიც მიიღო უკვე კომიტეტმა და რომელსაც ძალიან მაღალი ალბათობით იგივე შეუცვლელი სახით მიიღებს პლენარული სხდომაც, იქნება ძალიან მძიმე და სერიოზული განაცხადი ევროსაბჭოს მხრიდან თუ რა მოლოდინები აქვს 2020 არჩევნებთან დაკავშირებით და რა ვალდებულებები ეკისრება ხელისუფლებას ამ არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა ბაქრაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო