ადვოკატის განცხადებით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს და საპატიმრო დაწესებულება დატოვოს

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს და მან საპატიმრო დაწესებულება დატოვოს.

როგორც მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, დღეიდან მაჩალიკაშვილის ინტერესებს ის დაიცავს. მისი თქმით, დღეს დააყენებს შუამდგომლობას, რომ მორის მაჩალიკაშვილის საქმე ცალკე გამოიყოს. ის აცხადებს, რომ შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს და მაჩალიკაშვლმა ციხე დატოვოს.

„მოგახსენებთ, რომ დღეიდან მორის მაჩალიკაშვილის ინტერესებს დავიცავ მე. დღევანდელ პროცესზე დავაყენებთ შუამდგომლობას მოსამართლის წინაშე, რათა ცალკე გამოეყოს მორის მაჩალიკაშვილის საქმე და ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში ის დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შემდგომ პროცესზე შეგატყობინებთ ამის შესახებ. შესაძლოა, გაფორმდეს საპროცესო, მაგრამ საპროცესოზე შინაარს აქვს მნიშვნელობა. მორის მაჩალიკაშვილი თავიდანვე ამბობდა, რომ ის ბიძის დასახმარებლად იყო მისული, ხალხმრავლობაში ის ბიძის უსაფრთხოებას იცავდა და ასეთ ვითარებაში არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნებს, რომ გამოსულიყო და დაეტოვებინა ტერიტორია.

მორის მაჩალიკაშვილი არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს იმას, რომ რაიმე პოლიტიკური მიზნები ჰქონდა ან სახელმწიფო გადატრიალების ბრძანებას ექვემდებარებოდა. ის იყო მხოლოდ საკუთარი ბიძის დასახმარებლად და მისი ხალხმრავლობიდან გამოსაყვანად. სწორედ ამ შინაარსის აღიარებით ნაწილში თუ დაგვეთანხმება პროკურატურა, ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკება წარიმართება და უსწრაფესად დატოვებს იგი საპატიმროს.

დასრულებულია ფაქტობრივად ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ძირითადი ნაწილის გამოკვლევა, უდავობა არ ნიშნავს იმას, რომ ის ეთანხმება მის შინაარს. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე მისი ხელახალი დაკითხვა და გამოკვლევა აღარ არის საჭირო, რადგან მტკიცებულებათა ძირითადი ნაწილი უკვე გამოკვლეულია”, - განაცხადა კუბლაშვილმა.

რაც შეეხება ბეჟან ლორთქიფანიძეს, ის აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, შესაბამისად, საპროცესო შეთნხმების გაფორმებას გამორიცხავს. მისივე თქმით, ის სიმართლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო