ბორის ჯონსონი ბრექსითზე - ეს არის დასაწყისი და არა დასასრული, ეროვნული განახლებისა და ცვლილების წუთი

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრექსითის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა გაავრცელა და დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას „იმედის გასაოცარი წუთი“ უწოდა.

„ბევრი ადამიანისთვის ეს იმედის გასაოცარი წუთია, წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა.

და რა თქმა უნდა არიან ისეთებიც, რომლებსაც მღელვარებისა და მარცხის განცდა აქვთ.

მესამე, და შესაძლოა, ყველაზე დიდ ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებმაც დაიწყევს ღელვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური შუღლი არასდროს დასრულდება.

ჩემთვის ყველა ეს გრძნობა გასაგებია და ჩვენი, როგორც მთავრობის, და ასევე ჩემი მოვალეობაა გავაერთიანოთ და წარმატებული გავხადოთ ქვეყანა,“- აცხადებს ჯონსონი მიმართვაში, რომელიც ბრექსითამდე 1 საათით ადრე გავრცელდა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბრექსითი არის არა დასასრული, არამედ დასაწყისი.

„ეს არის დასაწყისი და არა დასასრული, ნამდვილი ეროვნული განახლებისა და ცვლილების წუთი,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა მიმართვაში, რომელიც სოციალურ მედიაში ბრექსითამდე ერთი საათით ადრე გავრცელდა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი ოფიციალურად 31 იანვარს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დატოვა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს