რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის  შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან აქტიურ შეხვედრებს პედაგოგები, ახალგაზრდები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ონის მუნიციპალიტეტის მკვიდრის, პოეტ ანა ერისთავის განცხადებით, არჩილ ჯაფარიძის სახით დაინახეს ადამიანი, რომელიც ცდილობს რეგიონში, სულიერი ცხოვრება მაღალ დონეზე აიყვანოს.

"ბატონი არჩილ ჯაფარიძის საუბარს, გულახდილობა და კეთილი დამოკიდებულება ახლდა, დავინახეთ ხელმძღვანელი, რომელიც სირთულეებს იცნობს ღრმად, ცდილობს მაღალ დონეზე აიყვანოს სულიერი ცხოვრება რეგიონში და რეალურად აქციოს ის სამომავლო პერსპექტივები, რომელთა განხორციელებაში, ჩართული იქნება, თითოეული ჩვენთაგანი. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი იქნება მიმართული იმისაკენ, რომ საინტერესოდ განვითარდეს მომავალი ცხოვრება რეგიონში, რომ დაფასდეს ადამიანთა ღვაწლი და ქვეყნის განვითარება კიდევ უფრო მძლავრად წარიმართოს, ყველა ოჯახმა იგრძნოს სიკეთე. შეხვედრა იმედის მომცემი იყო, სასიხარულოა, როდესაც მხარის გუბერნატორი, დიდი შრომითი გამოცდილებითა და ღრმა ინტელექტით, საქვეყნო საქმის კეთების სურვილით, ასე ფიქრობს, ასე მოქმედებს, ასე გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი კუთხე და სრულიად საქართველო", -განაცხადა ანა ერისთავმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება