„საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 28.3%-ით, რძის ნაწარმი - 15%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 14%-ით, პური და პურპროდუქტები კი 5%-ით გაძვირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 28.3 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 14 პროცენტით, ხოლო პური და პურპროდუქტები 5 პროცენტით, რძის ნაწარმი კი 15 პროცენტით გაძვირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს , რომლის თანამხადაც იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.3 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (28.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.2 პროცენტი), თევზეული (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.1 პროცენტი).

ჯგუფში ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: ფასები გაიზარდა 11.2 პროცენტით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (20.3 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება. კერძოდ, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.2 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.9 პროცენტი).

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება