ზაზა ფირალიშვილი - მაჟორიტარულ სისტემაზე ჩაფრენით ხელისუფლებამ თავად გაამჟღავნა, რომ ის არც თუ მტკიცედ არის დარწმუნებული თავის მომავალში

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტრეპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულმა წერილებმა ისეთი მასშტაბები და ხასიათი მიიღო, სულ უფრო ცხადად ჩანს, რომ ვაშინგტონი საქართველოს მმართველი გუნდისაგან საარჩევნო კანონთან დაკავშირებით თავის პოზიციაში კორექტივების შეტანას დაჟინებით ითხოვს და იცის რატომაც.

თქვენი აზრით, ასეა? თუ კი, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სავარაუდოდ, რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს ვაშინგტონს?

- ვფიქრობ, აშკარაა, რომ არც ამერიკელები და არც ევროპელები ასე აქტიურად არ ჩაერთვებოდნენ ჩვენი საარჩევნო სისტემის გამო დისკუსიებში, სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებიც რომ არ იყოს.

როგორც ჩანს, დასავლეთის გავლენიანი წრეები ხედავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავი მოუყარა ყველა ბერკეტს, რომელიც მის მმართველობას გაახანგძლივებს - სასამართლო სისტემას, საარჩევნო კანონს და ა.შ.

მეორე საარჩევნო ციკლი, „ქართული ოცნებისათვისაც“ ისეთივე კრიტიკული აღმოჩნდა, როგორც მისი წინამორბედებისათვის. როგორც წესი, პირველ ციკლში ხელისუფლების მიმართ ამომრჩევლის ენთუზიაზმი და სიკეთის იმედი ჭარბობს. მეორე ციკლის განმავლობაში გროვდება ეჭვი, უნდობლობა, შეუსრულებელი დაპირებების წყება და განახლების სურვილი ძლიერდება. ხელისუფლების ქცევაც ამის მიხედვით ეწყობა ხოლმე.

ხელისუფლება თანამიმდევრულად ცდილობს ყველა იმ მექანიზმის დაუფლებას, რომლითაც ძალუფლებას მესამე ვადითაც შეინარჩუნებს. ძლიერდება ავტორიტარული მმართველობის ნიშნები და ეს რევოლუციური თუ კვაზირევოლუციური ცვლილებების საფრთხის წინაშე გვაყენებს.

ხელისუფლება თანამიმდევრულად ცდილობს ყველა იმ მექანიზმის დაუფლებას, რომლითაც ძალუფლებას მესამე ვადითაც შეინარჩუნებს. ძლიერდება ავტორიტარული მმართველობის ნიშნები და ეს რევოლუციური თუ კვაზირევოლუციური ცვლილებების საფრთხის წინაშე გვაყენებს

ამიტომაც იქცა, ერთი შეხედვით, სრულიად დემოკრატიული მაჟორიტარული სისტემა ავტორიტარიზმის საფრთხის სიმბოლოდ. რა გასაკვირია, თუკი დასავლეთის სამყარო ეჭვით უცქერდეს ჩვენი ხელისუფლების მცდელობას, როგორმე დემოკრატიულად შემოსოს ის, რაც კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში სრულიადაც არ არის დემოკრატიული.

დემოკრატია, ყველაფერ სხვასთან ერთად, ნიშნავს პოლიტიკური ჯგუფის უნარს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ხერხის გამოყენებისაგან ძალუფლების შესანარჩუნებლად.

თქვენ მკითხეთ, თუ რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს ვაშინგტონს. ვფიქრობ ეს მიზანი ნათელია - ამერიკას სურს, რომ ჩვენს რეგიონში ჰყავდეს მოკავშირე, რომელიც მასთან ახლოს იქნება არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ცივილიზაციურადაც.

თქვენ მკითხეთ, თუ რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს ვაშინგტონს. ვფიქრობ ეს მიზანი ნათელია - ამერიკას სურს, რომ ჩვენს რეგიონში ჰყავდეს მოკავშირე, რომელიც მასთან ახლოს იქნება არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ცივილიზაციურადაც

თუ მხედველობაში მხოლოდ იმ ქვეყნებს მივიღეთ, რომლებიც სტალინურ რეპრესიებამდე აღმოჩნდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ქართულმა საზოგადოებამ ყველაზე დიდი ენერგია და ნება გაამჟღავნა იმისა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა და დასავლეთთან თავისი ცივილიზაციური კავშირები აღედგინა.

ამით ნებითა და ენერგიით ჩვენ ყოველთვის ყურადღებას ვიქცევდით. მართალია ეს ენერგია ყოველთვის ვერ ექცეოდა ადექვატურ ფორმებში, მაგრამ პროგრესი აშკარა იყო. დღეს კი ჩვენც და საგარეო დამკვირვებლებიც ვხედავთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ დააბრკოლა ეს პროცესი.

დასავლელებმა აღმოაჩინეს, რომ მათ შეიძლება დაკარგონ მოკავშირე, რომელთანაც პრაგმატული ანგარიშის გარდა, ცივილიზაციური ერთობაც აკავშირებთ. გულახდილები რომ ვიყოთ, ამაში თავად მათაც დიდი ბრალი მიუძღვით, როდესაც რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებდით აბრკოლებდნენ დასავლეთთან ჩვენს ინტეგრაციას.

დასავლელებმა აღმოაჩინეს, რომ მათ შეიძლება დაკარგონ მოკავშირე, რომელთანაც პრაგმატული ანგარიშის გარდა, ცივილიზაციური ერთობაც აკავშირებთ. გულახდილები რომ ვიყოთ, ამაში თავად მათაც დიდი ბრალი მიუძღვით, როდესაც რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებდით აბრკოლებდნენ დასავლეთთან ჩვენს ინტეგრაციას

დღეს საქართველოში ორი პოლიტიკური სუბკულტურა ჭარბობს. ერთია ის, რომელიც განვლილი წლების განმავლობაში გაიზარდა, ნაკლებად არის ჰომო სოვეტიკუსის ნიშნების მატარებელი და რომელიც, ავად თუ კარგად, ცდილობს, ქვეყანა საბჭოთა მეტასტაზებისაგან გაათავისუფლოს.

გაჩნდა თაობა, რომელსაც არა მხოლოდ არა აქვს საბჭოთა გამოცდილება, არამედ ვერც იგებს ამ გამოცდილებას. და მეორე, რომელსაც თავი ვერ დაუღწევია საბჭოთა კავშირისათვის და კვლავ ძველი ცხოვრების ფორმების მობრუნებას ცდილობს.

ეს უკანასკნელი ზერელე მართლმადიდებლობისა და პათეტიკური ნაციონალიზმის კატეგორიებით აზროვნებს და ისე გაურბის იმ სამყაროს, რომელშიც აღმოჩნდა. გულახდილები თუ ვიქნებით, ჩვენს თვალწინ სწორედ ეს უკანასკნელი იქცა დღევანდელი ხელისუფლების ძირითად სოციალურ და იდეოლოგიურ საყრდენად.

ახლა უფრო კონკრეტულად. გავიხსენოთ, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული წერილების მთელი კასკადი გაჩნდა სწორედ მას შემდეგ, რაც იანვრის პირველ ნახევარში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა გენერალი უესლი კლარკი.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან კლარკთან შეხვედრების მთავარი თემა ანაკლიის პორტის ბედი და ამ პროექტში ამერიკელების მონაწილეობა იყო. ალბათ, ახსნას არ საჭიროებს, თუ ირანთან არსებული დაძაბულობისა და რუსული იმპერიის რეანიმაციის საშიშროების პირობებში როგორი მნიშვნელობა აქვს ამ პორტის მშენებლობას და ცივილიზაციურად მონათესავე საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობას.

ეს წინაპირობები რომ არ ყოფილიყო, ამერიკელების ტონი ასეთი მკაცრი შეიძლება არც ყოფილიყო და ივანიშვილის გუნდსა და მაჟორიტარებს შორის გამართულ „დემოკრატიულ დისკუსიებსაც“ შეიძლება შედარებით შეუმჩნევლად ჩაევლო.

ეს წინაპირობები რომ არ ყოფილიყო, ამერიკელების ტონი ასეთი მკაცრი შეიძლება არც ყოფილიყო და ივანიშვილის გუნდსა და მაჟორიტარებს შორის გამართულ „დემოკრატიულ დისკუსიებსაც“ შეიძლება შედარებით შეუმჩნევლად ჩაევლო

ცხადია, დაინტერესდებოდნენ ჩვენი საარჩევნო სისტემით, შეიძლება განცხადებებიც გაეკეთებინათ, მაგრამ საქმე ასეთ კატეგორიულ ტონამდე არ მივიდოდა.

მე იმასაც შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სწორედ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ დაუჭირა მხარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

რეანიმირებადი რუსული იმპერია და დღევანდელი ქართული ხელისუფლების მიერ კურსის შეცვლის გამო ეჭვი თურქეთისათვისაც საკმაოდ დამაფიქრებელია. თურქეთსა და რუსეთს შორის თბილი ურთიერთობები მხოლოდ სიტუაციურად და დიპლომატიური განცხადებების დონეზე თუ იქნება, თუნდაც იმ მიზეზით, რომ პუტინმა თავის იდეოლოგიურ დოქტრინად მესამე რომის იდეა მოიმარჯვა, რაც, პირველ რიგში, თურქეთისათვის არის შემაშფოთებელი.

ეს დოქტრინა ხომ კონსტანტინოპოლის გამოხსნის იდეასაც გულისხმობს და ამაზე დაუფარავად ლაპარაკობენ რუსი ნაციონალისტები. მათი ინტერესები სირიაშიც უპირისპირდება ერთმანეთს. სწორედ ცოტა ხნის წინ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რომ მან მოთმინება დაჰკარგა რუსების იდლიბში ქცევის გამო.

მოკლედ, ვაშინგტონში ხედავენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთისადმი მოიალურ პოლიტიკაში სიმართლისაგან შორს არ ყოფილა. ანაკლიის პროექტის ბედი საკმარისზე მეტად ადასტურებს ამ ეჭვებს.

ეს წინაპირობები რომ არ ყოფილიყო, ამერიკელების ტონი ასეთი მკაცრი შეიძლება არც ყოფილიყო და ივანიშვილის გუნდსა და მაჟორიტარებს შორის გამართულ „დემოკრატიულ დისკუსიებსაც“ შეიძლება შედარებით შეუმჩნევლად ჩაევლო

- გასულ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა უზრუნველყოს ყველასათვის სანდო საარჩევნო სისტემის მიღება.

გარდა ამისა, იმავე რეზოლუციის სრულად გაცნობა იძლევა იმის საფუძველს ვივარაუდოდ, რომ ვაშინგტონის გარდა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ სერიოზული პრეტენზიები აქვთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც.

ასეთ ვითარებაში, არადამაჯერებლად გამოიყურება ხელისუფლების მხარდამჭერთა მტკიცება, რომ ამერიკა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ლობირებს. თქვენი აზრით, რატომ ცდილობს ხელისუფლება საზოგადობაში იმ აზრის დამკვიდრებას, თითქოს აშშ და ამერიკა ხელისუფლებას დათმომებზე წასვლას აიძულებს?

- როგორ ჩანს, უნდა დავიჯეროთ, რომ ვიღაცას აზრად მოუვიდა არც თუ კეთილსინდისიერი თამაში დაბალი პოლიტიკური კულტურის ფენებში არსებულ საბჭოთა ნოსტალგიაზე, იმ დაბნეულობაზე, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში „ისტორიაში დაბრუნებამ“ გამოიწვია, იმ გულუბრყვილო იმედზე, რომ, თურმე შესაძლებელია, აღდგენილი იქნას მართლმადიდებელი იდეოლოგიით შეკრული საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების ლობირებას, არა მგონია, ამერიკელები ისეთი გულუბრყვილოები იყვნენ, რომ ეს მოინდომონ. სწორედ პრორუსული ძალები ცდილობენ ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს „ნაციონალები“ მონოპოლურად ფლობენ დასავლეთთან დაახლოების იდეას. არადა, არ არის ეს ასე.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების ლობირებას, არა მგონია, ამერიკელები ისეთი გულუბრყვილოები იყვნენ, რომ ეს მოინდომონ. სწორედ პრორუსული ძალები ცდილობენ ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს „ნაციონალები“ მონოპოლურად ფლობენ დასავლეთთან დაახლოების იდეას. არადა, არ არის ეს ასე

პრორუსული პროპაგანდა უკვე დიდი ხანია ცდილობს, დასავლური პოლიტიკა „ნაციონალებთან“ და მათ მიერ დატოვებულ მძიმე კვალთან გააიგივოს.

- ფაქტია, რომ ამერიკის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრების მწვავე კრიტიკული განცხადებები უდაოდ საყურადღებო და ანგარიშგასაწევი ფაქტორია, მაგრამ, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები არ ტოვებს იმის განცდას, რომ ივანიშვილიდა ხელისუფლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრის გათვალისწინებას აპირებენ.

კი ითქვა, რომ ამერიკელი პარტნიორების გადასარწმუნებლად ვაშინგტონში პარლამენტის თავმჯდომარე არჩელ თალაკვაძე გაემგზავრება, მაგრამ თბილისში ვაშინგტონიდან მიღებული იმ წერილების ფონზე, რაც მოდის, საერთოდ ღირს თუ არა მისი აშშ-ში გამგზავრება, უკვე ეგეც სათუოდ გამოიყურება.

რადგან ასე ჩანს, კითხვა ასე შეიძლება დაისვას - ივანიშვილი დარწმუნებულია რომ „ნაციონალების“ დაბრუნების შიშით „ოცნება“ არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებს, თუ თვლის, რომ მის გუნდს ხელისუფლებაში დასარჩენად აღარ სჭირდება გარე ძალების, არც ამერიკისადა არც ევროპელების მხარდაჭერა?

- დღევანდელი ამერიკა სხვა ქვეყნის არჩევნებში ძირითადად განცხადებების მეშვეობით თავისი პოზიციის გამოხატვის დონეზე ერევა. ამერიკულმა პოლიტიკამ კარგად იცის, თუ რა ძვირი შეიძლება დაჯდეს უხეში ჩარევა. ამის დიდი გამოცდილება აქვთ ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ქვეყნებში.

თუ ვინმე შეიძლება აქტიურად ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს იქნება რუსეთი თავისი რბილი ძალით, აგენტურით, მოკლედ, ჰიბრიდული ომის მთელი არსენალით. ხოლო თუ საქმე იქეთ მიდის, რომ ხელისუფლება ვეღარ გრძნობს ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერის აუცილებლობას, მაშინ, ღმერთმა დაგვიფაროს და, შეიძლება ახალი შულავერის კომიტეტიც ვიხილოთ.

თუ საქმე იქეთ მიდის, რომ ხელისუფლება ვეღარ გრძნობს ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერის აუცილებლობას, მაშინ, ღმერთმა დაგვიფაროს და, შეიძლება ახალი შულავერის კომიტეტიც ვიხილოთ

თუ ვინმე დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონში გამგზავრებული არჩილ თალაკვაძე ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის „ცნობიერებას აამაღლებს“, სხვა რომ არ ვთქვა, საშიშად გულუბრყვილოა. ასეთ გულუბრყვილობას სიკეთე არასოდეს მოუტანია არც პოლიტიკური გუნდისათვის და არც ქვეყნისათვის.

ამ „ყოჩაღი“ განცხადებების ადრესატებია არა ამერიკელები, არამედ ჩვენი უბრალო და პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანი. მას უნდა შეუქმნან თავისი სიყოჩაღისა და სიმართლის შთაბეჭდილება.

თუ ვინმე დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონში გამგზავრებული არჩილ თალაკვაძე ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის „ცნობიერებას აამაღლებს“, სხვა რომ არ ვთქვა, საშიშად გულუბრყვილოა. ასეთ გულუბრყვილობას სიკეთე არასოდეს მოუტანია არც პოლიტიკური გუნდისათვის და არც ქვეყნისათვის

კიდევ კარგი იქნება, რომ ამ განცხადებებს მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებით აკეთებენ. მე უფრო იმისკენ ვიხრები, რომ ცუდად ესმით, რას აკეთებენ და ეს სიკეთეს ვერ მოგვიტანს.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-ს კონგრესმენთა მწვავე კრიტიკა ვაშინგტონის მხრიდან ჩვენი მიმართულებით ჩვენთვის არასასურველ ქმედით ნაბიჯებში გადაიზარდოს?

- ამის ალბათობა არის, თუმცა კი ეს ნაბიჯები, ალბათ, მიმართული იქნება კონკრეტული პირების წინააღმდეგ და არა ქვეყნისა და მოსახლეობისა. ყველაფერი გაკეთდება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დადებითად აფასებს დასავლეთში ინტეგრაციის პროცესს და რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ სურვილს განასახიერებენ.

უკვე ვთქვი, რომ ჩვენში პრორუსული ძალებიც კი ვერ ბედავენ, რომ ღიად და თანამიმდევრულად პრორუსულები იყვნენ, ხოლო ვინც გაბედა, ყველა პოლიტიკური ცხოვრების პერიფერიაზე აღმოჩნდა.

ჩვენში პრორუსული ძალებიც კი ვერ ბედავენ, რომ ღიად და თანამიმდევრულად პრორუსულები იყვნენ, ხოლო ვინც გაბედა, ყველა პოლიტიკური ცხოვრების პერიფერიაზე აღმოჩნდა

- მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომისთვის დაგეგმილ არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა, ვხედავთ, რომ შიდა პოლიტიკაში ვითარება შეიძლება ითქვას, დაჩქარებული ტემპითაც კი იძენს სხვადასხვა ტრაექტორიებს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თავის პოზიციებში კორექტირებს არ შეიტანს, ოპოზიციამ უკვე დაანონსა საპროტესტო აქციები. საპროტესტო აქციების დაწყებას ასევე გეგმავს „პატრიოტთა ალიანსი“.

ისეთი პირი უჩანს, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში შეიძლება გადავიდეს და ქუჩისთვის ბრძოლა „ნაციონალების“ ორბიტაზე მოაზრებულ ოპოზიციის ნაწილსა და „პატრიოტთა შორის წარიმართოს. სხვათა შორის, სწორედ ამგვარად ვითარდებოდა პროცესები გასული წლის ტრაგიკულ 20 ივნისამდე.

თუ ახლაც ასე მოხდა, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ანაც რა შედეგით შეიძლება იგი დასრულდეს ერთი მხრივ ოპოზიციის ორივე ფლანგისთვის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლებისთვის?

- იგივე სცენარი ძნელად განმეორდება. „პატრიოტთა ალიანსი“ არ არის ის ძალა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის გადაწონა შესძლოს. ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, რომ მის მიერ მოწყობილი აქციები სინამდვილეში „ოცნების“ მიერ არის ორგანიზებული.

„პატრიოტთა ალიანსი“ არ არის ის ძალა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის გადაწონა შესძლოს. ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, რომ მის მიერ მოწყობილი აქციები სინამდვილეში „ოცნების“ მიერ არის ორგანიზებული

„პატრიოტთა ალიანსის“ ანტისამთავრობო რიტორიკის გულწრფელობის დაჯერება, რბილად რომ ვთქვათ, ძნელია. ამას ისიც დაუმატეთ, რომ თავისი აქტიურობით ისინი კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს ნავის დარწევას და იმავე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდენ, რომელშიც მათზე გაცილებით ძლიერი „აღორძინების კავშირი“ აღმოჩნდა 2003 წელს.

„აღორძინების კავშირმა“ გამახსენა - უკვე ათწლეულებია, რუსულმა პოლიტიკამ ერთ ხერხს მიმართა ჩვენს სივრცეზე. ქმნიან ხელისუფლების ერთგგვარ პრორუსულ ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებას ეხმარება, თუ ის „ჭკვიანად“ იქცევა და ებრძვის, თუ არ იქცევა „კარგად.“ მაგრამ თუ ეს ხრიკი ამ ოციოდე წლის წინ ჭრიდა, დღეს მისი გამოყენება უხერხულიცაა.

თავისი სიჯიუტით და მაჟორიტარულ სისტემაზე ჩაფრენით ხელისუფლებამ თავად გაამჟღავნა, რომ ის არც თუ მტკიცედ არის დარწმუნებული თავის მომავალში. ეს კი ვითარებას უფრო ძაბავს, ვიდრე ამშვიდებს და ოპოზიციის მდგომარეობასაც ამყარებს.

სიჯიუტით და მაჟორიტარულ სისტემაზე ჩაფრენით ხელისუფლებამ თავად გაამჟღავნა, რომ ის არც თუ მტკიცედ არის დარწმუნებული თავის მომავალში. ეს კი ვითარებას უფრო ძაბავს, ვიდრე ამშვიდებს და ოპოზიციის მდგომარეობასაც ამყარებს

სამთავრობო პოლიტტექნოლოგებმა ან ვერ გაითვალისწინეს ეს, ან, უბრალოდ, ვერ შეძლეს ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება. ივანიშვილის კარზე ახლა გავლენა იმ ადამიანებს აქვს, ვისაც დიდ გამჭრიახობას ვერ დააბრალებ კაცი. ხოლო თავად ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკა კვლავ და კვლავ რჩება უცხო სფეროდ.

შეიძლება შეინარჩუნონ მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ მიიღონ ისეთი დაძაბულობა, როდესაც საარჩევნო სისტემა უკანა პლანზე გადადის და წინა პლანზე ექცევა ხელისუფლების შეცვლის საზოგადოებრივი ნება.

შეიძლება შეინარჩუნონ მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ მიიღონ ისეთი დაძაბულობა, როდესაც საარჩევნო სისტემა უკანა პლანზე გადადის და წინა პლანზე ექცევა ხელისუფლების შეცვლის საზოგადოებრივი ნება

- ოპოზიციის გეგმები მეტ-ნაკლებად გასაგებია. იზორიას ძმის თემაზე შს მინისტრ გომელაურისაგან განსხვავებით პრემიერი გახარიას დიამეტრალურად განსხვავებული განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ მმართველ გუნდშიც მთლად დალაგებულად არ უნდა იყოს საქმე.

მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ხელისუფლება სულაც არ გავს ხელდაკრეფილს. ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, მან შეძლო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა. მართალია, ამ პროცესში გათვალისწინებული არ ყოფილა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, მაგრამ მაინც.

ასევე ვხედავთ, რომ ხელისუფლება მალე უპრობლემოდ შეძლებს გენპროკურორის პოსტზე შოთაძის დაბრუნებას. ამის პარალელურად ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები დაეხურა თემირლან მაჩალიკაშვილის თემაც. მხედველობაში მაქვს ის, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიცია „ოცნებას“ ქვეყნის მართვაში ქუჩის სტილის შემოტანაში ადანაშაულებს, რადგან წელს საარჩევნო წელია, კითხვა ასე შეიძლება დაისვას - თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს და სავარაუდოდ რა შეიძლება ითქვას კითხვაზე - რისთვის ემზადება ხელისუფლება?

- მართალი გითხრთ, მაფიქრებს ხელისუფლების ეს, ერთის მხრივ, სიჯიუტე და, მეორე მხრივ, სხვადასხვა თემებზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. როგორც ჩანს, გუნდმა მთლიანობა დაჰკარგა. ინიციატივა აღებული აქვს იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც თავად გუნდშიც არ სარგებლობენ დიდი მხარდაჭერით. ძნელი სათქმელია, რისთვის ემზადება ხელისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევა დღეს უფრო სიტუაციურ რეაქციებს ჰგავს, ვიდრე სტრატეგიულად გათვლილს.

ძნელი სათქმელია რისთვის ემზადება ხელისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევა დღეს უფრო სიტუაციურ რეაქციებს ჰგავს, ვიდრე სტრატეგიულად გათვლილს

საარჩევნო წარმატებისათვის აუცილებელია, ამომრჩეველი შენში „თავის სხვას“ გრძნობდეს, ერთგვარ შინაგან დიალოგში იყოს შენთან. ამდენი იმედების გაცრუებისა თუ ბანალური ტყუილების შემდეგ ეს უკვე შეუძლებელია. პირადად მე თავიდან არ ამომდის 2012 წლის დროინდელი ერთი ცნობილი წამონაცდენი - „მე ყველა გამოვიყენე“. როდესაც ლიდერს ეს განწყობა აქვს და არც მალავს ამას, ადრე თუ გვიან პასუხად საზოგადოებისაგან გაუცხოვებას მიიღებს.

პირადად მე თავიდან არ ამომდის 2012 წლის დროინდელი ერთი ცნობილი წამონაცდენი - „მე ყველა გამოვიყენე“. როდესაც ლიდერს ეს განწყობა აქვს და არც მალავს ამას, ადრე თუ გვიან პასუხად საზოგადოებისაგან გაუცხოვებას მიიღებს

მის გარემოცვაშიც ან მხოლოდ გულუბრყვილოები დარჩებიან, ან ისეთები, ვინც თანახმაა ასეთ გამოყენებაზე. ეს უკანასკნელები კი ყველგან და ყოველთვის ყველაზე საშიშები არიან თავისი ლიდერებისათვის.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დაბრუნების თემის ექსპლუატაციით, „ქართულ ოცნება“ ინარჩუნებს შანსებს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნოს ხელისუფლება.

ვინც ასე თვლის, იმაზე მიანიშნებს, რომ ჯერჯერობით ვერც ერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ვერ მოახერხა გამხდარიყო „ქართული ოცნების“ ალტერნატივა. ეს რომ ასეა, „ნაციონალებმა“ და მათთან ასოცირებულმა ოპოზიციამ იციან და ამიტომ ისინი შეეცდებიან პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს.

ეს კი ის სცენარია, რომელიც ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას არანაირად არ უნდა აწყობდეს.

თქვენი დაკვირვებით, იმისათვის რომ არჩევნებთან დაკავშირებულმა პროცესებმა არ გამოიწვიონ სერიოზული რყევები, რაც ჩვნსავე დასავლელ პარტნიორებს ჩვენზე ხელს არ ჩააქნევინებს, რა უნდა გააკეთოს ერთი მხრივ ხელისუფლება, ხოლო მეორე მხრივ პასუხიმგებლობის მქონე ოპოზიციამ?

- სააკაშვილის დაბრუნების თემით უსასრულოდ სპეკულირება შეუძლებელია. ამგვარი სპეკულაციისათვის ხელისუფლებას თავად უნდა ჰქონდეს ნდობის მაღალი ხარისხი და საკუთარი თავის შეთავაზება უნდა შეეძლოს, როგორც უკეთესი ალტერნატივისა.

ფიქრობ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ეს თავადაც უნდა ესმოდეთ. საქართველოში ორი საარჩევნო ციკლი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საკმარისია, რათა თავისი რესურსები ამოწუროს.

დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და უფრო დიდი იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ახლოს მყოფი პოლიტიკური ძალები ითანამშრომლებენ. მთავარი პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბებაა და ეს, უბრალოდ, ვერ იქნება „ნაციონალების“ ქოლგის ქვეშ შექმნილი ალტერნატივა. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ამას.

მთავარი პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბებაა და ეს, უბრალოდ, ვერ იქნება „ნაციონალების“ ქოლგის ქვეშ შექმნილი ალტერნატივა. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ამას

თუ „ოცნება“ კვლავ თავის ხისტ პოზიციაზე იქნება, ეს აუცილებლად გამოიწვევს რყევებს. „ოცნებას“ არა ჰყავს იდეური მხარდამჭერები. ილუზიაა იმის იმედი, რომ „ნაციონალების საწინააღმდეგო“ განწყობები მესამედაც შეასრულებენ გადამწყვეტ როლს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ არსებობს „ევროპული საქართველო“ და დღითი-დღე იზრდება „ლელოს“ რეიტინგი, რომელსაც შანსი აქვს, იმ ელექტორატის ხმები მოიკრიფოს, ვინც აღარ ენდობა „ნაცმოძრაობას, მაგრამ მოდერნიზაციის იდეის ერთგულია.

ილუზიაა იმის იმედი, რომ „ნაციონალების საწინააღმდეგო“ განწყობები მესამედაც შეასრულებენ გადამწყვეტ როლს

თანაც „ლელო“ უშუალოდ ასოცირებს ანაკლიის პორტის იდეასთან. ეს კარგად იციან „ოცნების“ ლიდერებმა და ამიტომაც ებღაუჭებიან ასე მაჟორიტარულ სისტემას. „ოცნების“ სიხისტემ საბოლოოდ ის შეიძლება გამოიწვიოს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი და მათი მხარდამჭერები დღევანდელი ხელისუფლების თავიდან მოშორების იდეის ირგვლივ დაირაზმება და მოხდება იგივე, რაც 2003-ში ან 2012-ში მოხდა.

„ოცნების“ სიხისტემ საბოლოოდ ის შეიძლება გამოიწვიოს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი და მათი მხარდამჭერები დღევანდელი ხელისუფლების თავიდან მოშორების იდეის ირგვლივ დაირაზმება და მოხდება იგივე, რაც 2003-ში ან 2012-ში მოხდა

დიდი პოლიტიკურ რყევებზე მთავარი პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება. სწორედ მისი სიხისტე კვებავს რადიკალურ ძალებს ოპოზიციაში. შედეგად კი ისეთი დაძაბულობა შეიძლება მივიღოთ, როდესაც საღი აზრი უკან გადაიწევს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა