ირაკლი შოთაძე - შეინიშნება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციების უკანონო მოპოვების შემთხვევების სიმრავლე - ეს განსაკუთრებით საფრთხის შემცველად გადაიქცა მოზარდებისთვის

შეინიშნება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციების უკანონო მოპოვების შემთხვევების სიმრავლე, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა.

მისი თქმით, „აღნიშნული განსაკუთრებით საფრთხის შემცველად გადაიქცა მოზარდებისთვის“.

„თანამედროვე საზოგადოებაში სოციალურმა ქსელმა გაამარტივა დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა. შეინიშნება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციების უკანონო მოპოვების შემთხვევების სიმრავლე. აღნიშნული განსაკუთრებით საფრთხის შემცველად გადაიქცა მოზარდებისთვის, რომელთა მიმართაც გახშირდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვების შემთხვევები და ამასთან, აღნიშნული დანაშაული ხშირად წარმოადგენს სხვა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის წინაპირობას, როგორიც არის სქესობრივი კავშირის იძულება, გამოძალვა, რაც რიგ შემთხვევაში არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მიზეზი ხდება. მიმაჩნია, რომ თითოეული საკითხი სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს, რათა ეფექტიანი აღმოჩნდეს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა შოთაძემ.

შოთაძემ ასევე ისაუბრა ნაადრევი ქორწინებისა და ქორწინების იძულების შემთხვევებზე, რაც მისი თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება.

„როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სამართალდამცავები ორგანოებისთვის კვლავ პრობლემად რჩება ნაადრევი ქორწინებისა და ქორწინების იძულების პრაქტიკის არსებობა. აღნიშნული დანაშაული გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისათვის და სახელმწიფოსთვის, ვფიქრობ, უნდა შეფასდეს ბოლო წლების ტენდენცია და ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს აღნიშნულ დანაშაულებებზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების კუთხით. ითვლება, რომ დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერების პირობებში სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს დანაშაულის და მისი დასჯადობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება“, - განაცხადა შოთაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება