საქართველოს ეროვნული პლატფორმა - კანონის მიხედვით გენერალურ პროკურორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, შოთაძე კი ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს

კანონის მიხედვით გენერალურ პროკურორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს. ბატონი შოთაძე კი ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, - განცხადებას ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს.

მათი განმარტებით, ორი წლის შემდეგ ირაკლის შოთაძის მიერ ყოფილ თანამდებობაზე დაბრუნების მცდელობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გადადგომის დროს მის კეთილსინდისიერებასა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარს.

„2019 წლის 12 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა. მას საპროკურორო საბჭოს 2/3-ით მხარდაჭერილ კანდიდატს, საკანონმდებლო ორგანო 76 ხმით ამტკიცებს.

საპროკურორო საბჭომ უკვე დაიწყო გენერალური პროკურორის შერჩევის პროცედურები. ამ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. გენერალური პროკურორის მიმდინარე კონკურსთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა. მათ შორის არსებულ ვითარებას განცხადებით გამოეხმაურა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის http://coalition.ge/index.php?article_id=236&clang=0, http://coalition.ge/index.php?article_id=236&clang=0, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა, შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების არ არსებობა, გამოკვეთილია პოლიტიკური კონსენსუსისა და პოლიტიკური გავლენებისგან პროცესის გათავისუფლების მნიშვნელობა.

გენერალური პროკურორობის პრეტენდენტთა შორისაა ირაკლი შოთაძეც, ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელმაც თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩის საქმის თაობაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლის შემდეგ დატოვა, როგორც ხელმძღვანელმა, რომელმაც ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობისთვის თავის გართმევა და მართლმსაჯულების პროცესში მასზე დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულება.

კანონის მიხედვით გენერალურ პროკურორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს. ბატონი შოთაძე კი ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, მეტიც მისი ორი წლის მერე ყოფილ თანამდებობაზე დაბრუნების მცდელობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გადადგომის დროს მის კეთილსინდისიერებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარს.

სწორედ ამიტომ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოვუწოდებთ:

საპროკურორო საბჭოს, პარლამენტში არ წარადგინოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა, ასევე სხვა პირის წარდგენის შემთხევაში დაასაბუთოს კანდიდატის მინიმალური შესაბამისობა გენერალური პროკურორისთვის წარდგენილ მოთხოვნებთან;

პარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსისა და არა უმრავლესობის საფუძველზე, რაც ახლად გამწესებული გენერალური პროკურორის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 15-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს. ესენია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ლიბერალური აკადემია თბილისი; ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები; საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია; ახალგაზრდული ალტერნატივა; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“; მსოფლიიო გამოცდილება საქართველოსთვის; საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი; ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღა“; "საზოგადოებრივი განვითარების აკადემია"; სამოქალაქო განათლებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი"; ასოციაცია ევროპული კვლევები საქარტველოს ინოვაციური განვითარებისთვის; ასოციაცია "გადავარჩინოთ მომავალი თაობა"; ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის"; ა.ი.პ. „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო; ჩართულობის და განვითარების ცენტრი.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი