იაპონიის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი - კორონავირუსმა შესაძლოა, ტოკიო 2020-ისთვის მზადებას ცივი წყალი გადაასხას

ახალი კორონავირუსის გავრცელებამ შესაძლოა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის მზადებაზე გავლენა მოახდინოს. ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ტოშირო მუტომ განაცხადა.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ინფექციური დაავადების გავრცელებამ შესაძლოა, ოლიმპიადისთვის მზადებას ცივი წყალი გადაასხას. იმედი მაქვს, მისი შეჩერება შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა მუტომ.

მედიაში აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, შეფერხდეს, იაპონელი მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ. ტოკიოს მერის, იურიკო კოიკეს თქმით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს.

განცხადება ქვეყნის პრემიერმა შინზო აბემაც გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ კორონავირუსმა ოლიმპიურ თამაშებზე მინიმალური გავლენა მოახდინოს.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიაში 24 ივლისს უნდა დაიწყოს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას