ისანში მოკლული მამაკაცის სიმამრი მომხდარის დეტალებს ყვება

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის სიმამრის ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის.

მოკლული ოჯახის წევრის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავემ მის სიძეს სამჯერ ესროლა.

"ჩვენ დავხარჯეთ ბევრი ფული, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით, კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს. პოლიციას და მერიას დაახლოებით 100 - ჯერ დავურეკეთ და ვთხოვეთ ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არცერთხელ არ მოსულან. ადრე ჩემს სიძეს დაარტყა, დღეს კი ის უკვე დავკარგე. ჩემი ქალიშვილი შოკშია, არ ვიცით, სად უნდა წავიდეთ. გუშინ ღამით ჩვენი ღობე და კამერები დაამტვრია, დღეს კი იარაღი მოიტანა მის მოსაკლავად. დღეს დილით, როდესაც მოვედით სახლში შემოსვლას ცდილობდა, მაგრამ ჩემმა სიძემ ამის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ 3-ჯერ მას ესროლა. ინვესტიციის განსახორციელებლად ჩამოვედით. დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს მიწა ვიყიდეთ და სახლში დაახლოებით 300 000 დოლარი დავხარჯეთ”, - განაცხადა გარდაცვლილის სიმამრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს