თენგიზ ცერცვაძე - ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს პნევმონია არ აღენიშნება, რაც ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს კორონავირუსის ინფექციის ალბათობას

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ მოათავსეს, სავარაუდოდ, B ტიპის ვირუსი აქვს. ამასთან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის ზუსტი პასუხი დღეს, 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

,,ამ მოკლე დროში ბევრი რამ გავაკეთეთ, რენდგენოლოგიურად ამ პაციენტს პნევმონია არ აღენიშნება, რაც ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს კორონავირუსით ინფექციის ალბათობას. გარდა ამისა, წინასწარი კვლევით მას სავარაუდოდ აქვს B ტიპის გრიპი. პაციენტს აღენიშნება ტემპერატურის მომატება, ხველა, ინტოქსიკაცია, სისუსტე, მაგრამ ეს ყველაფერი ახასიათებს გრიპსაც. გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, ჩვენ ვთხოვეთ ლუგარის ცენტრს აეღოთ მასალა აღნიშნული პირისგან და კიდევ ერთი ქალბატონისგან. როგორც გვითხრეს დღეს, ღამის 12 საათზე პასუხი გახდება ცნობილი. ჩემი როგორც კლინიცისტის წინასწარი ვარაუდია, რომ არც ამ შემთხვევაში ისე , როგორც წინა შემთხვევაში არც ერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს ახალი კორონავირუსით ინფექცია”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს სავარაუდოდ B ტიპის ვირუსი აქვს

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები