ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთათვის სასწავლო კურსი - „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“ ჩატარდა

ბათუმში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ევროსაბჭოს ორგანიზებით, ევროსაბჭოს მიერ სრულად დაფინანსებული სასწავლო კურსი - „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“ ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგს ევროსაბჭოს ექსპერტ-გამომძიებლები უძღვებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, კურსის ფარგლებში, მონაწილეები კიბერდანაშაულის სფეროს, ონლაინ კრიმინალური ფულის მასების მოძრაობის ტიპოლოგიას, ფინანსურ გამოძიებას და აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მეთოდოლოგიას გაეცნენ.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარდა თეორიულისა, ევროსაბჭოს ექსპერტთა მიერ სპეციალურად სწავლებისათვის ინსცენირებული კიბერდანაშაულის გამოძიების ყველა ეტაპი წარმატებით დაძლიეს.

უწყების ცნობით, დასასრულს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს სასწავლო კურსის - „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“ სერტიფიკატები გადაეცათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?