ვატო წერეთლის ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელს კლინიკიდან ხვალ ან ზეგ გაწერენ

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა განუცხადა.

როგორც ვატო წერეთელი განმარტავს, ავთანდილ წერეთელს კლინიკა „ჰელსიკორიდან“ ხვალ ან ზეგ გაწერენ.

„ახლა უკეთესად არის. ალბათ, ხვალ ან ზეგ გაწერენ კლინიკიდან. სისხლში რაღაც ცვლილებები არის, შაქარი ჰქონდა მაღალი. თუ დაუსტაბილურდება, ხვალ ან ზეგ კლინიკიდან გაწერენ. გულზე ისედაც ბევრი სტენტი უდგას, კორონოგრაფია გაუკეთეს, შევიწროება ჰქონდა, მაგრამ სტენტები არ ჩაუდგეს, კიდევ უნდა გადაამოწმოს მდგომარეობა. ალბათ, სტრესულ ფონზე მოხდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი კლინიკა „ჰელსიკორში" 6 თებერვალს უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა