მონაცემთა ვიზუალიზაცია - BDO Academy ტექნოლოგიურ ტრენინგებს იწყებს

9 მარტიდან, BDO Academy-ში იწყება კურსი - მონაცემთა ვიზუალიზაცია, რომელსაც BDO-ს უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსი გელა მაღალთაძე გაუძღვება.

სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური გარემო თითქმის ყოველ წამს ცვლის ბიზნესის სფეროს, რაც კომპანიის თანამშრომლებისგან მოქნილობას მოითხოვს. დღევანდელი ბიზნესისთვის კი, ციფრული ტრანსფორმაცია დიდი გამოწვევაა. თუ თქვენ გარშემო ბევრი მონაცემია და კვარტლის ან თვის ბოლოს მრავალი ანგარიშგების მომზადება და ბევრი ღამის გათენება გიწევთ, მონაცემთა ვიზუალიზაციის კურსი თქვენთვისაა.

BDO Academy-ის კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან, სადაც ყოველი ლექციის ბოლოს სტუდენტები შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს და საშუალება ექნებათ, ლექციის მიმდინარეობის გარდა, დისტანციურადაც იმუშაონ Power BI-ში.

კურსზე დასწრების პრე-რეკვიზიტები

  • ინგლისური ენა B1
  • მონაცემებთან და ცხრილებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება

კურსი განკუთვნილია

  • ყველა იმ ადამიანისთვის, ფინანსისტის, მარკეტინგის სპეციალისტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის, თუ ზოგადად, ბიზნეს ანალიტიკოსისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს მონაცემებთან მუშაობა და მათი ანგარიშგებებად გარდაქმნა
  • ყველასთვის, ვისაც სურს, მონაცემების დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობდეს და იცოდეს, როგორ აქციოს მონაცემები ღირებულ ინფორმაციად

2016 წლიდან, BDO Academy სხვადასხვა მიმართულებით მაღალი სტანდარტების სასერტიფიკატო სასწავლო კურსებს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ კვალიფიკაცია აიმაღლოთ როგორც ფინანსური და არაფინანსური, ახლა უკვე - ტექნოლოგიური მიმართულებებითაც.

BDO Academy არის ტრენინგების ჰაბი, სადაც შეგიძლიათ მოემზადოთ და ჩააბაროთ საერთაშორისო გამოცდები.

#კენწეროარარსებობს

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა