ლევან ბოძაშვილი - დასავლეთის ამოცანაა საქართველოში ხელისუფლების გადანაწილების სისტემური საშუალება გაჩნდეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უშიშროების საბჭოს მდივანის ყოფილ მოადგილეს, კონსტიტუციონალისტს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, მას შემდეგ რაც თბილისში ეუთო/ოდირის პასუხი მოვიდა ოპოზიციის კითხვებზე, მის შინაარსზე კამათი არ ცხრება.

აშკარაა, რომ პასუხის ადრესატი ოპოზიცია და ხელისუფლება განსხვავებულად აფასებენ პასუხის ცალკეულ დებულებებს. ფაქტია ისიც, რომ მათ შეფასებებში აშკარად ჭარბობს პროპაგანდისტული შემადგენელი. ოპოზიციასთან შედარებით ხელისუფლება უფრო გახარებულ-აღფრთავანებული ჩანს, თუმცა, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი კმაყოფილების მიზეზი მთლად დამაჯერებლადაც არ გამოიყურება.

დაგიკავშირდით იმ იმედით, რომ გვაქვს მოლოდინი ჩვენ და ჩვენს მკითხველს უკეთ გაგვარკვევთ იმაში, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით რა წერია ეუთო-ოდირის დასკვნაში?

- ოდირის დასკვნა არაადექვატურია. სამწუხაროა, რომ ათწლეულებია ვერ გაიგეს, რომ ქართველები სხვაგვარად ვაზროვნებთ, გვიჭირს ერთმანეთთან შეთანხმება და როცა ფართო პოლიტიკური კონსენსუსით რაიმეს მიღებას მოუწოდებ, უნდა იცოდე რომ ეს ძალიან რთულია.

დააკვირდით, დასკვნაში ერთის მხრივ წერია, რომ კონსტიტუციურობა ოდირის საქმე არ არის, მაგრამ იქვე წერია, რომ ცვლილების მიღება კონსტიტუციის გარეშე შეიძლება.

ოდირის დასკვნა არაადექვატურია... დააკვირდით, დასკვნაში ერთის მხრივ წერია, რომ კონსტიტუციურობა ოდირის საქმე არ არის, მაგრამ იქვე წერია, რომ ცვლილების მიღება კონსტიტუციის გარეშე შეიძლება

ერთის მხრივ დასკვნა ამბობს, რომ მრავალმანდატიანი ოლქები პროპორციულობას არღვევს, თუმცა იქვე უწერია, რომ ამის გამოსწორება შეიძლება. ოდირის დასკვნაში იმდენი ორაზროვნებაა, რომ სჯობს საერთოდ არ წავიკითხოთ.

ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ ფართო პოლიტიკური კონსენსუსი რაზეც მიგვითითებენ ჩვენს პოლიტიკურ ტრადიციასა და ხასიათში არ ზის, ასე რომ არ იყოს, ან ოდირის დასკვნა რათ გვინდა, ან ევროკავშირის მიერ ორგანიზებული დიალოგის ფორმატი - ჩვენ თვითონ შევთანხმდებოდით ყველაფერზე.

ეს დასკვნა ხომ იმიტომ იქნა მოთხოვნილი ოპოზიციის მიერ რომ საკუთარი პოზიციები გაემყარებინა ხელისუფლებლებასთან მიმართებით და არა იმიტომ რომ სამართლებრივად ვერ გამართავდნენ რამეს ან არ იცოდნენ რა უნდა ჩაწერილიყო. ჩვენ ხომ რეალურად მხოლოდ იურიდიული ექსპერტიზა არ გვჭირდება იმდენად, რამდენადაც უფრო დიდი ავტორიტეტის მიერ ნათქვამი, რომ რაღაც ასე ქენით და მერე ამაზე აღწევს თანხმობას ყველა მხარე.

როდესაც ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია როგორც ეუთო/ოდირია ორაზროვნად მიგითითებს რამეზე და თან მოგიწოდებს რომ შენ გადაწყვიტო კომპრომისის ფარგლები, ეს კიდევ უფრო აღრმავებს შეუთანხმებლობის შესაძლებლობას. ოდირისგან განსხვავებით, ვენეციის კომისიამ ეს გაითვალისწინა ბოლო წლებში და აისახა კიდეც დასკვნებში.

როდესაც ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია როგორც ეუთო/ოდირია ორაზროვნად მიგითითებს რამეზე და თან მოგიწოდებს რომ შენ გადაწყვიტო კომპრომისის ფარგლები, ეს კიდევ უფრო აღრმავებს შეუთანხმებლობის შესაძლებლობას. ოდირისგან განსხვავებით, ვენეციის კომისიამ ეს გაითვალისწინა ბოლო წლებში და აისახა კიდეც დასკვნებში

ამას გარდა, ოდირის, როგორც ეუთოს ქვეგანაყოფის, მთავარი ფუნქცია რეალურად სამართლებრივი დასკვნების კეთება არ არის და არც ყოფილა. ამისთვის არსებობს ვენეციის კომისია, რომლის ავტორიტეტი და ლეგიტიმაცია გაცილებით მეტია და რომლის დასკვნების არ გათვალისწინება ევროკავშირის და სახდეპის ყველა ანგარიშსა და მოხსენებაშია, არა მარტო საქართველოზე, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაზეც.

მაგრამ ვინაიდან ოპოზიციამ ვერ გამონახა პროცედურული გზა მიემართა ვენეციის კომისიისთვის, არადა ეს გზა კი ნამდვილად არსებობს, გადაწყვიტა მიემართა ოდირისთვის სახალხო დამცველის მეშვეობით.

ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ვენეციის კომისიისთვის მიმართვაზე. მგონი პირველად მოხდა, რომ ოდირმა ვენეციის კომისიის გარეშე მოამზადა ეს დასკვნა, მანამდე ყველა დასკვნა ერთობლივი იყო რაც საარჩევნო საკითხებს ეხებოდა.

მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ვენეციის კომისიისთვის მიმართვაზე. მგონი პირველად მოხდა, რომ ოდირმა ვენეციის კომისიის გარეშე მოამზადა ეს დასკვნა, მანამდე ყველა დასკვნა ერთობლივი იყო რაც საარჩევნო საკითხებს ეხებოდა

ამის მიუხედავად ოდირის დასვნაში არის მიმართებები ვენეციის კომისიის საარჩევნო სტანდარტებზე. კერძოდ, რომ საარჩევნო სისტემის მოდელის არჩევა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, იმ პირობით რომ ის შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ამავე დროს დასკვნაში წერია, რომ მრავალმანდატიანი ოლქების შემოთავაზებული ვარიანტი ამომრჩეველთა ხმების პროპორციულობის პრობლემას ქმნის. ეს აზრი არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა ქვეყნებზე, სხვა არაერთ დასკვნაშია გატარებული.

ეს ჩემი აზრით, არსებითი ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ იქვე რეკომენდაციაც არის ამ პუნქტის გამოსასწორებლად, მაინც რთულად მიმაჩნია ამ პროექტის თავსებადობა ზოგად პროპორციულობის პრინციპთან.

ამდენად, ხელისუფლება მართლაც უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა ვიდრე ოპოზიცია, რადგან ა) ოდირმა არაფერი თქვა კონსტიტუციურობაზე და ბ) პრაქტიკულად დაიწუნა შემოთავაზებული მოდელის მრავალმანდატიანობის ვარიანტი.

ხელისუფლება მართლაც უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა ვიდრე ოპოზიცია, რადგან ა) ოდირმა არაფერი თქვა კონსტიტუციურობაზე და ბ) პრაქტიკულად დაიწუნა შემოთავაზებული მოდელის მრავალმანდატიანობის ვარიანტი

რა თქმა უნდა ხელისუფლება შეეცადა სათავისოდ „გაეყიდა“ ეს, ისევე როგორც ოპოზიციას, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა თავად სისტემის ცვლილებაზე კომპრომისის უზრუნველსაყოფად.

შესაბამისად, ყველაფერი კვლავაც წინაა. ვფიქრობ, ოპოზიციამ დაუშვა შეცდომები ამ პროცესში და თავს შევიკავებ ამ შეცდომების ჩამოთვლისგან. ამდენად, ოპოზიციის განცხადებები, რომ სრულად გაითვალისწინებენ ყველა რეკომენდაციას, ცოტა არ იყოს არსებით ცვლილებას ვერ შეიტანს ამ ეტაპისთვის არსებულ მოცემულობაში დიალოგის მომდევნო რაუნდის წინ.

გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი დასკვნა მნიშვნელოვანია იმ უცხოელი პარტნიორებისათვის, ვინც დიალოგს მართავს, ევროკავშირი, აშშ, ევროსაბჭო. მათი წარმომადგენლობებისთვისაც არსებითია, რომ დიალოგმა შედეგი გამოიღოს.

არ ვიცი სახალხო დამცველმა როგორი ფორმით დასვა კითხვა ოდირის წინაშე, მაგრამ, საჭიროება მდგომარეობდა იმაში, რომ ამ კითხვას პასუხად არა ზოგადი რჩევა მოჰყოლოდა, რომ თქვენ შეთანხმდითო, არამედ ის, რამდენად პოლიტიკურ პროცესს წაეხმარებოდა კომპრომისის მიღწევაში.

არ ვიცი სახალხო დამცველმა როგორი ფორმით დასვა კითხვა ოდირის წინაშე, მაგრამ, საჭიროება მდგომარეობდა იმაში, რომ ამ კითხვას პასუხად არა ზოგადი რჩევა მოჰყოლოდა, რომ თქვენ შეთანხმდითო, არამედ ის, რამდენად პოლიტიკურ პროცესს წაეხმარებოდა კომპრომისის მიღწევაში

ვინაიდან დღეს ოპოზიციის შეთავაზებაზე არსებობს ოდირის დასკვნა, კარგი იქნებოდა, რომ მსგავსი დასკვნა არსებობდეს 100/50 შეთავაზებაც, ოღონდ არა მხოლოდ იურიდიული ექსპერტიზისთვის, არამედ იმისათვის, რამდენად უწყობს ეს ხელს პოლიტიკურ კომპრომისს.

ამ შემოთავაზებას აქვს კონკრეტული მიზანი და ეს არ არის მხოლოდ 23 მაჟორიტარული მანდატის პოტენციური დათმობა. ჩემი დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ ამოცანა ასევე მდგომარეობს იმაშიც, რომ რა მოდელიც არ უნდა იყოს შერჩეული, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხოს კონსტიტუციის შეცვლა დამოუკიდებლად, ანუ ვერ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ვინაიდან დღეს ოპოზიციის შეთავაზებაზე არსებობს ოდირის დასკვნა, კარგი იქნებოდა, რომ მსგავსი დასკვნა არსებობდეს 100/50 შეთავაზებაც, ოღონდ არა მხოლოდ იურიდიული ექსპერტიზისთვის, არამედ იმისათვის, რამდენად უწყობს ეს ხელს პოლიტიკურ კომპრომისს

ეს არსებითი საკითხია და დაპირებული სრულად პროპორციული სისტემის ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიცაა. რატომ არის ეს „ქართული ოცნების ამოცანა“? იმიტომ, რომ რომელიმე ძალამ არ მოახდინოს კონსტიტუციის ისე შეცვლა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკიდან გადავიდეთ საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე.

ეს კი ნიშნავს, ძალაუფლების ცენტრის გადატანას პარტიის თავმჯდომარეობიდან პრეზიდენტის კაბინეტში, რაც ბუნებრივია მიუღებელია ივანიშვილისთვის, რადგან მას ოფიციალურ სახელმწიფო თანამდებობაზე დაბრუნება არ სურს და საპარლამენტო რესპუბლიკა შერეული მაჟორიტარული სისტემის პირობებში იძლევა საშუალებას დიდი ფინანსური რესურსებით მუდმივად შეინარჩუნო კონტროლი პარლამენტზე.

ამავე დროს, პარადოქსალური ის არის, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ამბობს, რომ მოდით ხალხს ვკითხოთ რა უნდა? როგორც იტყვიან, ყველა თავისას მიერეკება და არის სხვადასხვა ვერსიების ფრიალი. რა სურს ამომრჩეველს, პროპორციული, მაჟორიტარული თუ შერეული არავინ ეკითხება. არც იმას ეუბნება არავინ რომელი რატომ სჯობს.

პარადოქსალური ის არის, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ამბობს, რომ მოდით ხალხს ვკითხოთ რა უნდა? როგორც იტყვიან, ყველა თავისას მიერეკება და არის სხვადასხვა ვერსიების ფრიალი. რა სურს ამომრჩეველს, პროპორციული, მაჟორიტარული თუ შერეული არავინ ეკითხება. არც იმას ეუბნება არავინ რომელი რატომ სჯობს

მაგალითად, მე როგორც პასიური საარჩევნო უფლების მქონე არაპარტიულ მოქალაქეს, საერთოდ არ მომწონს სრულად პროპორციული, და არა მხოლოდ მე არ მომწონს.

თუ ვნახავთ ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტს, აღმოჩნდება, რომ სრულად პროპორციული პასიურ საარჩევნო უფლებას ზღუდავს, აიძულებს მოქალაქეს რომელიმე პარტიაში შევიდეს და ისე იყაროს კენჭი, პარტიულობის გარეშე კი ეს უფლება განუხორციელებელი რჩება.

- გასულ კვირას ევროკავშირმა გამოაქვეყნა „საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის 2019 წლის მონიტორინგის დასკვნა.“

ბევრ სხვა საკითხებთან ერთად მასში ნათქვამია - „მნიშვნელოვანია საქართველომ გამოხატოს რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროში“.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ასოცირების შეთანხმების თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას, ხოლო მეორე მხრივ რას იტყოდით იმაზე, თუ რას ურჩევს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირი?

- ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია არადამაკმაყოფილებელია. შეთანხმების დადებიდან მეექვსე წელი დაიწყო და ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ მისი განხორციელება საყოველთაო გაგვეხადა. ეს აღნიშნულია ევროპარლამენტის დასკვნებშიც.

ევროკავშირი უკვე ყველა დონის ფორმატში ცდილობს აქცენტი გააკეთოს ერთ რამეზე - საქართველოში ხელისუფლება უნდა გადანაწილდეს...სისტემურად! ხელისუფლების გადანაწილებაა არჩევნებიც და სასამართლოც. ახლა ორივე „ოცნების“ ხელშია, ეს დასავლეთისთვის მიუღებელია. ამას თავის მიზეზი აქვს

ამასთან, ერთი რამ უნდა გავიგოთ კარგად, ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებებს იმიტომ არ დებს, რომ ყველაფერი შენს მაგივრად გააკეთოს, დიახ, დაგეხმარება, ფულსაც მოგვცემს, მაგრამ შენს მაგივრად რეფორმებს ვერ და არ გაატარებს. ნურავინ იფიქრებს, რომ სადმე გაწევრიანება ნიშნავს, რომ სხვა გააკეთებს შენს საქმეს. ეს ეხება ვაჭრობასაც და ყველა იმ სფეროს რაც ასოცირებაშია.

ახლა დავაკვირდეთ ამ კონკრეტულ მონიტორინგის დასკვნას. ასოცირებას აქვს რამდენიმე ასპექტი, მათგან ერთ-ერთი, დემოკრატიული განვითარება, არის პირობითი.

ეს ნიშნავს, რომ თუ დემოკრატია არ იქნება, ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებები ევროკავშირის მხრიდან არ შესრულდება, არ გამოიყოფა თანხები და მხარდაჭერა შემცირდება.

ნუ ჩავთვლით, რომ ასოცირების შეთანხმება მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური დოკუმენტია, ის უპირველესად პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტია ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

ამას გარდა, ევროკავშირი უკვე ყველა დონის ფორმატში ცდილობს აქცენტი გააკეთოს ერთ რამეზე - საქართველოში ხელისუფლება უნდა გადანაწილდეს...სისტემურად! ხელისუფლების გადანაწილებაა არჩევნებიც და სასამართლოც. ახლა ორივე „ოცნების“ ხელშია, ეს დასავლეთისთვის მიუღებელია. ამას თავის მიზეზი აქვს.

დასავლეთში არავის არ სურს, რომ ხელისუფლება იმდენად იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში თავმოყრილი, რომ ერთ დღესაც, მართლაც სრულად რუსეთისკენ რომ გადაწყვიტოს ამა თუ იმ ხელისუფლებამ წასვლა, მისი შემაკავებელი სისტემური, სახელისუფლებო მექანიზმი არ არსებობდეს და მხოლოდ ქუჩის აქციების იმედად იყოს დარჩენილი

გულახდილად გეტყვით, დასავლეთში არავის არ სურს, რომ ხელისუფლება იმდენად იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში თავმოყრილი, რომ ერთ დღესაც, მართლაც სრულად რუსეთისკენ რომ გადაწყვიტოს ამა თუ იმ ხელისუფლებამ წასვლა, მისი შემაკავებელი სისტემური, სახელისუფლებო მექანიზმი არ არსებობდეს და მხოლოდ ქუჩის აქციების იმედად იყოს დარჩენილი.

ეს არის წმინდა პრაგმატული პოლიტიკური გათვლა, ეს არის სტრატეგიული წითელი ხაზი. ამიტომაც, არავის არანაირი დაპირებები რეალური გადანაწილების გარეშე დამაჯერებელი არ იქნება არც ევროკავშირისთვის, არც ამერიკისთვის. არავინ ასეთ რისკზე არ შეაგდებს ამ ქვეყანაში დახარჯულ მილიარდებს, პოლიტიკურ ინვესტიციებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

სტრატეგიული უნდობლობა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ თავად შეუქმნა თავის თავს და ახლა მის გამოსასწორებლად გარდა ევროკავშირიდან და ამერიკიდან წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს

ამიტომაც, სტრატეგიული უნდობლობა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ თავად შეუქმნა თავის თავს და ახლა მის გამოსასწორებლად გარდა ევროკავშირიდან და ამერიკიდან წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს.

ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების მითვისებას და საკუთარ თავთან გაიგივებას „ნაცმოძრაობაც“ ცდილობდა და „ოცნებაც“ ცდილობს. სტრატეგიული დაინტერესება ამერიკას აქვს საქართველოს მიმართ და არა რომელიმე ხელისუფლების მიმართ

- პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამ თემაზე საუბრისას განაცხადა - „აშშ-სა და საქართველოს შორის ვერავინ ჩადგება შუაში, ვერც რუსეთის მხრიდან მართული ძალები და ვერც დესტრუქციული ოპოზიცია. აშშ-ს მთავრობა ამას არ დაუშვებს. ვისაც ქართულ პოლიტიკაში პრეტენზიები აქვს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.“

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა -„მივიღეთ გარანტიები, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება.“ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს არ დაუზუსტებით თუ რა ცვლილებების მოლოდინი აქვთ ვაშინგტონში საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენში ასე აქტუალურ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ იგი შეძლებდა ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დარწმუნებას იმაში, რომ ამასწინანდელი მათი წერილების შინაარსი ზედმეტად კრიტიკული იყო.

თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების წარმომადგენლთა ვიზიტს ამერიკის სენატში, კონგრესა და სახელმწიფო დეპარტამენტში?

- დიახ, დავეთანხმები ბატონ თალაკვაძეს, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას შორის ვერავინ ჩადგება, ვერც ოპოზიცია და ვერც, ჩემის მხრივ დავამატებდი, „ქართული ოცნება.“

ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების მითვისებას და საკუთარ თავთან გაიგივებას „ნაცმოძრაობაც“ ცდილობდა და „ოცნებაც“ ცდილობს. სტრატეგიული დაინტერესება ამერიკას აქვს საქართველოს მიმართ და არა რომელიმე ხელისუფლების მიმართ.

ბუნებრივია, რომ დაპირებების შესრულებაზე „ლუპით“ დაკვირვება გაგრძელდება. თუ ეს დაპირებები არ შესრულდა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან 2020 არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის აღიარება რთულად წარმომიდგენია. ეს რომ რევოლუციურ სცენარს ნიშნავს, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს

გადავხედოთ სხვა ქვეყნებთან ამერიკის პარტნიორული ურთიერთობების ისტორიას და დავინახავთ, რომ ყველაზე ერთგული პარტნიორი ხელისუფლებაც კი წასულა სახლში, თუ არა ეშაფოტზე, როდესაც არაპარტნიორულად მოქცეულა.

ამიტომაც, ერთადერთი, რამაც შეიძლება ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლების სიტყვებში დაარწმუნოს, არის შემდეგი - ა) შეთანხმება ოპოზიციასთან კომპრომისულ მოდელზე, ბ) სასამართლოზე ვენეციისა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება, გ) ანაკლიის პორტზე ამერიკული საინვესტიციო ინტერესების გათვალისწინება. ეს თუ მოხდება თებერვლის განმავლობაში, ტემპერატურა დაიწევს. სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო უარესი მოხდება, რადგან ამერიკული მხარე არ არის ის მხარე, რომელთანაც შესაძლებელი ან გამართლებულია ტაქტიკური შეყოლიების რეჟიმში ურთიერთობა.

ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ, არის ორმხრივი სიჯიუტე და რაიმე შეთანხმების მიღწევის ძალიან დაბალი ალბათობა

ამერიკელმა კონგრესმენებმა ამ შეხვედრების შემდეგ განაცხადეს, რომ მიიღეს დაპირება, რომ „ვითარება გამოსწორდება“. რა ვითარებაზეა საუბარი, ესაა დამაფიქრებელი. არის ეს უბრალოდ შიდა პოლიტიკური საარჩევნო ბატალიები თუ არის ეს სტრატეგიული კურსის ცვლილების მანიშნებელი სიგნალები?

ივნისში სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ უთხრა ხელისუფლებას - ააშენეთ პორტი, გამართეთ სასამართლო, ჩაატარეთ დემოკრატიული არჩევნები. ეს ნიშნავდა - ააშენეთ პორტი ჩვენთან ერთად, გაათავისუფლეთ სასამართლო, შექმენით სისტემური პირობები ხელისუფლების არჩევნების გზით გადანაწილებისთვის. მარტივია.

ამდენად, ბუნებრივია, რომ დაპირებების შესრულებაზე „ლუპით“ დაკვირვება გაგრძელდება. თუ ეს დაპირებები არ შესრულდა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან 2020 არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის აღიარება რთულად წარმომიდგენია. ეს რომ რევოლუციურ სცენარს ნიშნავს, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

არ გამოვრიცხავ, რომ თუ ეს მეხუთე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა, ევროკავშირმაც და აშშ-მაც კონკრეტული პოზიცია დააფიქსირონ კომპრომისულ ალტერნატიულ ვარიანტზე, ან რომელიმე არსებულ შემოთავაზებას ღიად დაუჭირონ მხარი კომპრომისის წასახალისებლად. სხვაგვარად, მათი ჩართულობის ღირებულება ძალიან დაბალი და უშედეგო იქნება

- ფაქტია, რომ ეუთო/ოდირმა, ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მხარეებს მოუწოდეს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით გააგრძელონ მოლაპარაკებები და მიიღონ კონსესური გადაწყვეტილება.

თუ ამ თემაზე მხარეების კომენტარებს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ მათი პოზიციები ისევე დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ეუთო-ოდირისა და ევროკავშირიდან მიღებულ დასკვნა და ამერიკელები პარტნიორების რეკომენდაციები.

თქვენი აზრით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რა პოზიციებით მივლენ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე მხარეები?

- ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ, არის ორმხრივი სიჯიუტე და რაიმე შეთანხმების მიღწევის ძალიან დაბალი ალბათობა. გაიჟღერა, რომ რაღაც ახალ შეთავაზებას ამზადებს ოპოზიცია. რატომღაც მგონია, რომ ოპოზიციის ნაწილს აწყობს, რომ შეთანხმება საერთოდ არ მოხდეს. ოპოზიციას სურს აჩვენოს, რომ პრინციპულად აპირებენ საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებას თუ ხელისუფლება რაიმე დათმობაზე არ წავა.

თუ ეს რეალურად მოხდა, ამან მართლაც შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს მომდევნო არჩევნების შედეგებზე. თუმცა, ცოტა წინ თუ გავიხედავთ, სიტუაცია იქით მიდის, რომ ასეთ ვითარებაშიც კი, მომავალ პარლამენტს შეიძლება დიდი დღე არც ეწეროს და საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რომელიც უკვე სრულად პროპორციული იქნება 5%-იანი ბარიერით.

როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატებმა მაჟორიტარულ ოლქებში რომც გაიმარჯვონ რას იზამენ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ? ვინ უზრუნველყოფს მათ ოპოზიციურ პლატფორმაზე დარჩენას იმპერატიული მანდატის არ არსებობის პირობებში?

ეს შედარებით სუსტ პარტიებს პრობლემას შეუქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იძულებული იქნებიან კოალიციაში შევიდნენ რომელიმე იმ ძალასთან ვისზეც დღეს აცხადებენ რომ მათთან თანამშრომლობა შეუძლებელია ან არ სურთ და შევიდნენ იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნოს და არ დაკარგონ მოპოვებული ადგილები.

გამოვა, რომ მათ მოატყუეს საკუთარი ამომრჩეველი. ამ და სხვა არასასურველი განვითარებების თავიდან ასაცილებლად სჯობს კომპრომისი ახლა იყოს მიღწეული, ანუ კომპრომისზე ახლა სჯობს წასვლა, ახლავე ცოდნა იმის, თუ რა წესებით მოხდება თამაში და არა მერე, როდესაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან და ტელეეკრანებზე ბევრი გამოჩენა შედეგს ვეღარ მოიტანს.

ამიტომ, დღევანდელი მოცემულობით, გადამწყვეტი სიტყვა საერთაშორისო პარტნიორების ხელშია. არ მგონია, რომ მათი ამოცანა მხოლოდ ბილტმორში საკონფერენციო დარბაზის დაქირავებით შემოიფარგლებოდეს.

არ გამოვრიცხავ, რომ თუ ეს მეხუთე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა, ევროკავშირმაც და აშშ-მაც კონკრეტული პოზიცია დააფიქსირონ კომპრომისულ ალტერნატიულ ვარიანტზე, ან რომელიმე არსებულ შემოთავაზებას ღიად დაუჭირონ მხარი კომპრომისის წასახალისებლად. სხვაგვარად, მათი ჩართულობის ღირებულება ძალიან დაბალი და უშედეგო იქნება.

ამომრჩეველს სჭირდება სიცხადე არჩევნების შემდგომ ვითარებაშიც. 2020 წლის არჩევნები ამიტომაც იქნება გარდამტეხი, რომ მხოლოდ იმის თქმა, ვინ რას გააკეთებს პარლამენტში მოხვედრის შემდეგ პროგრამულად საკმარისი არ არის

- თუ საარჩევნო თემაზე გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ლიდრების განცხადებებს ყურადღებით დავაკვირდებით, ძნელი სავარუდო არ უნდა იყოს, რომ თავად ოპოზიციაში მოხერხდეს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, ანაც, აქამდე არსებულ პოზიციაზე დარჩენა.

ეს კი, შესაძლოა, იმასაც ნიშნავდეს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებულ ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა ერთიანი პოზიციის შემუშავება, თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიძლება ეს აისახოს ხელისუფლების ძირითად ოპოზიციურ ფლანგზე?

- საქართველოში ოპოზიციური ერთობა ყოველთვის იყო არამყარი, როგორც შევარდნაძე იტყოდა „დაბალი ხარისხის ცემენტით“ შეკოწიწებული და ახლაც ასე მგონია.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გუშინ ერთმანეთს ლანძღავდნენ ხოლო დღეს ერთად არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მიიღონ, საზოგადოების მხრიდან ნდობას არ იმსახურებენ.

„ოცნებამ“ ივნისში ნულოვანი პროპორციულის შემოთავაზებით ეს ერთობა დაშალა, მაგრამ ამ შემოთავაზების ჩაგდებით კვლავ იგივე სიტუაციის წინაშე დადგა - ყველა ერთის წინააღმდეგ.

ამას გარდა, როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატებმა მაჟორიტარულ ოლქებში რომც გაიმარჯვონ რას იზამენ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ? ვინ უზრუნველყოფს მათ ოპოზიციურ პლატფორმაზე დარჩენას იმპერატიული მანდატის არ არსებობის პირობებში?

ქვედა პალატა უნდა იყოს სრულად პროპორციული, ზედა პალატა - სრულად მაჟორიტარული. მთავრობას აკომპლექტებს ქვედა პალატა, ხოლო ზედა პალატის 50 კაციანი მაჟორიტარული კრებული გადახალისდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ 1/3-ით

თან დააკვირდით, პარტიების უმრავლესობა არც კი აცხადებს ვისთან შევა კოალიციაში, ამაზე მიდის იაფასიანი პოლიტიკური კეკლუცი. ამ დროს კი, იგივე ევროპული სტანდარტია, რომ ამომრჩევლის ნების სრულფასოვნად გამოსახატავად აუცილებელია, რომ პარტიებმა წინასწარ უთხრან ამომრჩეველს პარლამენტში შესვლის შემდეგ ვისთან შევლენ კოალიციაში ან ვისთან არ შევლენ.

ეს სიცხადე პარტიების საამომრჩევლო მოვალეობაა. მე როგორც ამომრჩეველმა, უნდა ვიცოდე, რომ თუ ხმას გაძლევ, ხვალ მთავრობას იმასთან ერთად არ დააკომპლექტებ ვინც ჩემთვის მორალურად და პოლიტიკურად მიუღებელია. ეს პოლიტიკური ვალდებულება თან სდევს სრულად პროპორციულ სისტემას და თუ ითხოვ სრულად პროპორციულს მაშინ ამაშიც სიცხადე უნდა შეიტანო.

ამას გარდა, ამომრჩეველს სჭირდება სიცხადე არჩევნების შემდგომ ვითარებაშიც. 2020 წლის არჩევნები ამიტომაც იქნება გარდამტეხი, რომ მხოლოდ იმის თქმა, ვინ რას გააკეთებს პარლამენტში მოხვედრის შემდეგ პროგრამულად საკმარისი არ არის. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს რა პოლიტიკურ ვითარებას მიიღებს, რა გადანაწილება მოხდება და ამის მიხედვითაც გააკეთებს არჩევანს.

„ოცნებისთვის“ საშიშროება მდგომარეობს არა იმაში, რომ ის ვერ გავა პირველ ადგილზე, არამედ იმაში, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც კი, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მოახერხონ კოალიციის შექმნა და გაერთიანდნენ უმრავლესობად და დააკომპლექტონ მთავრობა

- თქვენი აზრით რა არის გამოსავალი ასეთ სიტუაციაში, არსებობს კი რეალურად საშუალება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რაიმე კომპრომისული შეთავაზება წარმოიშვას?

- დიახ არსებობს და მოგახსენებთ. ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, გამოსავალი არის ხელისუფლების ჰორიზონტალური გადანაწილება შემდეგნაირად - ხელისუფლების 3 შტო გვაქვს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. ამ სამიდან ამჯერად 3-ვე არის „ქართული ოცნების“ მიერ მართული. ანუ რეალურად შეკავების და გაწონასწროების მექანიზმი არის ილუზია და არ ფუნქციონირებს, ანუ ქვეყანაში დემოკრატია სისტემურად ვერ იქნება.

რატომ? იმიტომ, რომ ამ მექანიზმს სჭირდება პოლიტიკური ბალანსი - პოლიტიკურ ძალებს შორის შტოების განაწილება. მხოლოდ ასე იქნება ეს მექანიზმი ეფექტიანი და დემოკრატია ამოქმედდება. ეს კი მიიღწევა მხოლოდ შემდეგნაირად - ქვედა პალატა უნდა იყოს სრულად პროპორციული, ზედა პალატა - სრულად მაჟორიტარული. მთავრობას აკომპლექტებს ქვედა პალატა, ხოლო ზედა პალატის 50 კაციანი მაჟორიტარული კრებული გადახალისდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ 1/3-ით.

პალატებსშორისი ერთობლივი კომპეტენციები ბუნებრივია განისაზღვრება ისე, რომ ურთიერთკონტროლის მექანიზმი ჩაიდოს. მაგალითად ბიუჯეტის დამტკიცება, საკონსტიტუციო ცვლილებები, ან უნდობლობის ვოტუმი და იმპიჩმენტები. მთავარი, რასაც ეს სისტემა მოიტანს არის ხელისუფლების ისე გადანაწილება, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, მიღებული ხმების მიუხედავად, არ ექნება ურთიერთდევნის და პოლიტიკიდან გამოდევნის სისტემური მექანიზმი.

ამ ვარიანტით ხელისუფლება ნაწილდება 3 -დან ერთნახევარი ერთნახევარზე, ესეც იმ შემთხვევაში თუ „ოცნება“ ვერ მოიპოვებს უმრავლესობას და მოუწევს კოალიცია რომელიმე ძალასთან.

„ოცნებისთვის“ საშიშროება მდგომარეობს არა იმაში, რომ ის ვერ გავა პირველ ადგილზე, არამედ იმაში, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც კი, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მოახერხონ კოალიციის შექმნა და გაერთიანდნენ უმრავლესობად და დააკომპლექტონ მთავრობა.

მე კი ვფიქრობ, რომ ეროვნული თანხმობისა და სისტემური მდგრადობისათვის, პოლიტიკურ ძალთა დაცულობისა და მოსახლეობის აზრის გათვალისწინების ფანჯრის გასაჩენად, ეს მოდელი ყველას უნდა აწყობდეს, მათ შორის „ქართულ ოცნებასაც,“ მაშინაც კი, თუ ოპოზიცია დააკომპლექტებს მთავრობას.

ვფიქრობ, ამაზე ხელისუფლება არ დათანხმდება, ეს კი აუცილებლად გამოიწვევს ძალაუფლების სრულად დაკარგვას, რადგან ყველა საგარეო პარტნიორი სწორედ გადანაწილების გზით გვირჩევს ხელისუფლების კონსოლიდაციას, სტაბილურობის მიღწევას, მოდელს შიგნით უკეთესის გამოვლენის გზის გაჩენას და სხვა ყველა ვარიანტი არის ან ყველაფერი ან არაფერი.

პრინციპი „ან ყველაფერი, ან არაფერი“ და „გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს“ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ახლა, 2020-ში, და უნდა დასრულდეს ყველასთვის.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა