ირლანდიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პოლიტიკური პარტია ლიდერობს

ირლანდიაში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ხმების დათვლის წინასწარი მონაცემებით, მემარცხენე პოლიტიკური პარტია Sinn Féin ლიდერობს. მას არჩევნებში მონაწილეთა 24.5% აქვს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკარის პარტიამ Fine Gael 20.9% მიიღო, ხოლო Fianna Fáil 22.2%, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ პარტიას აბსოლუტური უმრავლესობა არ მიუღია.

როგორც ცნობილია, უმრავლესობის მოსაპოვებლად ირლანდიის 160 მანდატიან პარლამენტში 80 ადგილია საჭირო. როგორც კი საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, მოსალოდნელია, რომ ყველა ლიდერი პარტია კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეეცდება, რათა კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება არ გახდეს საჭირო.

არჩევნებამდე, ორივე Fine Gael და Fianna Fáil აცხადებდნენ, რომ Sinn Féin-თან კოალიციაში არ შევიდოდნენ. Fine Gael-ის ლიდერის, ლეო ვარადკარის თქმით, „ნაძალადევი ქორწინებით, კარგი მთავრობა ვერ შეიქმნება“.

ცნობისთვის, 8 თებერვალს გამართულ არჩევნებში პარლამენტში მოხვედრას 17 პოლიტიკური პარტიის 500-ზე მეტი კანდიდატი ცდილობდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“