მიხეილ კალანდია საკუთარ სასამართლო პროცესს არ ესწრება
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია საკუთარ სასამართლო პროცესს არ ესწრება.
როგორც სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში კალანდია წერს, ის უარს აცხადებს დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე და ამბობს, რომ მის ინტერესებს მისი ადვოკატი დაიცავს.
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა უზენაესი სასამართლოს მიერ მისთვის გაგზავნილი განცხადება წაიკითხა, თუ რატომ არ აძლევენ სხდომის ოქმს, რასაც კალანდიას ადვოკატები ითხოვენ. როგორც განცხადებიდან ირკვევა, ვინაიდან გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, უზენაესი სასამართლო სხდომის ოქმს კალანდიას ადვოკატებს ვერ გადასცემს. მიხეილ კალანდიას ადვოკატები გიორგი ჯანაშიას სასამართლოში განმეორებით დაკითხვას ითხოვენ.