დავით ბაქრაძე - ბურთი მთლიანად ხელისუფლების მოედანზეა და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ წავა შეთანხმების მიმართულებითდა არ გამოიყენებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პროცესი სწორად წავა, ხოლო თუ ვაშინგტონში ამ ყველაფრის დაპირებას გასცემს და გააგრძელებს იმით, რომ დააპატიმრებს გიგი უგულავას და არ შეუთანხმდება ოპოზიციას საარჩევნო გარემოზე, მას ბევრად მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეთანხმება კონგრესმენი ადამ კინზინგერის განცხადებებს და ახლა ყველაფერი „ქართული ოცნების“ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

„წერილის ძირითად სულისკვეთებას, რა თქმა უნდა სრულიად ვიზიარებთ. ძირითადი ამ წერილში გახლავთ ის, რომ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები და შედგეს შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და ოპონენტების წინააღმდეგ დევნა და ოპოზიციის აქციები მშვიდობიანი უნდა იყოს. ესაა, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე პირდებოდნენ კონგრესმენებს ამერიკაში ვიზიტის დროს და რის გარანტიებსაც აძლევდნენ.

ასე, რომ ბურთი მთლიანად ხელისუფლების მოედანზეა და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ დაპირებების და გარანტიების ფონზე პირველი ნაბიჯი, რასაც ქვეყანაში გადადგამს არ იყოს გიგი უგუალავას დაპატიმრება, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მძიმე შედეგები მოჰყვება, მათ შორის კონგრესმენების მხრიდან, რომლებიც დაპირების შესაბამისად დიალოგს მოელიან“,-აღნიშნა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო