მიხეილ კალანდიას ბიძა - ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად წავა

ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად და წყნარად წავა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბიძამ, დიმიტრი კაკუბავამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოში სიმართლის დამტკიცების მოლოდინი არ აქვს და მისივე განცხადებით, საქმე რაც შეიძლება მალე, სტრასბურგის სასამართლოში უნდა წავიდეს.

„აქ არანაირი მოლოდინი არ მაქვს. იმედია, აქ ყველაფერს მალე მოვრჩებით და რაც შეიძლება მალე წავალთ სტრასბურგში. იმის მოლოდინი, რომ ამ „შაპიტოს ცირკში“ რაღაც შედეგს მივიღებთ, წარმოუდგენელია, წარმოუდგენელი ძალებია დაძრული. რა უნდა ვქნა, როცა სარალიძე დარბის და ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად და წყნარად წავა. ეს არის ჩემი პოზიცია მისი ქმედებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კაკუბავამ.

მისივე განმარტებით, მიხეილ კალანდიას საქმეზე მიღებული გარკვეული შედეგები მისი ყოფილი ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის დამსახურებაა.

„დღეს 5 მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა დავაყენეთ. მას შემდეგ, რაც კრიმინალური პოლიციის მიერ დანიშნულმა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა სამწუხაროდ, დაგვიხურა სხდომები, პროცესის გახსნას ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ. მან არც ერთი მოწმე დაცვის სიაში არ შეიყვანა და ჩვენ ფაქტობრივად უიარაღო აღმოვჩნდით. სასამართლოს მინდა ვცე პატივი, მაგრამ რა მანიპულაციებსაც ვხედავ „შაპიტოს“ წარმოდგენებს მაგონებს.

პროკურატურამ ის მოწმეები ამოღო სიიდან, რომლებიც კალანდიას უდანაშაულობას ამტკიცებდნენ. როგორც იცით, წელიწადნახევარი პროკურატურას კალანდიას მიმართ კითხვა არ გასჩენია. კოტეტიშვილის მეშვეობით ოჯახი დაარწმუნეს, რომ სხდომის დახურვა ჩვენს ინტერესებს ემსახურებოდა, ამაში დაარწმუნა ჩემი დისშვილიც, რამაც თავისი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა კაკუბავამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ